Volkswagen-ი Porsche-ს IPO-ზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც კონცერნ Volkswagen Group (VW) -ის პრეს-რელიზში ვკითხულობთ, VW -მა მის აქციონერ კომპანიასთან Porsche Automobil Holding, რომელსაც აქციების 31,4% ეკუთვნის და ხმის უფლების 53,3%, წამოიწყო ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რათა შეიქმნას ბაზისი Porsche-ს მომავალი IPO-სთვის.
შეთანხმებამ უნდა მიიღოს VW-ის დირექტორთა საბჭოს თანხმობა. საბოლოო გადაწყვეტილება აქციების პირველად განთავსებაზე ჯერ მიღწეული არ არის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Porsche Automobil Holding-ის მფლობელი პიეხების და პორშეს ოჯახები აპირებდნენ საკუთარი წილის გაყიდვას VW-ში, რათა შემდეგ შეეძინათ Porshe-ს აქციები IPO-ს მსვლელობისას.
bpn.ge