გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen ჯერ კიდევ მუშაობს მისი შვილობილი კომპანია Porsche-ს საფონდო ბირჟაზე პირველად გასვლასთან (IPO) დაკავშირებით. ამის შესახებ გერმანული Handelsblatt საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
დღეისათვის, როგორც გაზეთი წერს, Porsche-ს ეკუთვნის Volkswagen-ის ჩვეულებრივი აქციების 53,3%. Porsche და Piëch-ის ოჯახებს შეეძლოთ Volkswagen-ისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი უნდა დარჩნენ უმსხვილეს აქციონერებად. ოჯახის წარმომადგენელმა ამ ინფორმაციას „წმინდა სპეკულაციური“ უწოდა. თავად გერმანულმა კომპანიამ კი კომენტარისგან თავი შეიკავა. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მფლობელ ოჯახებს სურთ დაიბრუნონ მეტი წვდომა Porsche-ს ავტოწარმოებასთან, რომელიც გადავიდა Volkswagen-ის ხელში, მას შემდეგ, რაც გაჩაღდა შთანთქმის კრიზისი Porsche და Volkswagen-ს შორის 2008-2009 წლებში, რა დროსაც ბრენდმა დაკარგა დამოუკიდებლობა.
Porsche-ს IPO-სთან დაკავშირებით სპეკულაციური ცნობები დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. თუმცა Volkswagen-ს არ დაუმალავს, რომ მას სჭირდება დიდი ფინანსები, რათა განავითაროს ელექტრომობილების წარმოება.
bpn.ge