Volkswagen-ი Bosch-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

Volkswagen-ი Bosch-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

access_time2019-02-10 19:45:13

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი Bosch-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს - წერს Spiegel -ი წყაროზე დაყრდნობით

დაპირისპირების მიზეზია ის ფინანასური დანაკარგები, რაც ავტოკონცერნმა ავტომობილებში დამონტაჟებული კვების ბლოკების გაუმართაობით მიიღო. კომპანსაციის თანხამ შესაძლოა 1 მილიარდი ევრო შეადგინოს.

გამოცემასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ Volkswagen-ი Bosch-ს ადანაშაულებს გაუმართავი კვების ბლოკების მიწოდებაში. კონცერნი სარჩელის შეტანას ჯერ კიდევ 2018 წელს გეგმავდა. სარჩელის შეტანის ვადა 2019 წლის მარტში იწურება.

„კვების ბლოკების“ დაპირისპირება ორ კომპანიას შორის 2015 წელს დაიწყო, როცა აშშ-ის რეგულატორებმა დაადგინეს რომ Volkswagen-ი შეგნებულად მალავდა მონაცემებს,ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების შესახებ.

აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 482 ათასი VW და Audi -ის მარკის ავტომობილის გაწვევის შესახებ განაცხადა. რომელიც აშშ-ის ბაზარზე 2009-2015 წლებში გაიყიდა.


Volkswagen-ი აშშ-ის ხელისუფლებას დათანხმდა, რომ მომხმარებელს კომპენსაციას გადაუხდიდა.

მიმდინარე წლის ივნისში გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი $1.18 მილიარდით დააჯარიმეს. მიზეზი ე.წ. დიზელის სკანდალი გახდა.

გამოძიება გერმანიის პროკურატურამ Volkswagen-ის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო რაც ცნობილი გახდა, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვის შესახებ მონაცემებთან დაკავშირებით კომპანია მანიპულაციებს ახორციელებდა, რითაც ატმოსფეროში გამონაბოლქვის მაჩვენებელთან დაკავშირებით მონაცემებს აყალბებდა.

მანამდე კი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.


imedinews.ge





მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up