Volkswagen Group-მა Bugatti Rimac Automobili-ს მიჰყიდა

Volkswagen Group-მა Bugatti Rimac Automobili-ს მიჰყიდა

access_time2020-09-19 18:33:22

შეთანხმება გასულ კვირას იქნა დამოწმებული, მაგრამ ლიდერებს დოკუმენტზე ჯერ ხელი არ აქვთ მოწერილი.

მიმდინარე კვირა საავტომობილო სამყაროსთვის დატვირთული გამოდგა: Nissan Z Proto-ს გამოჩენა, Hyundai Tucson-ის ახალი მოდელის წარდგენა და Ferrari Portofino M-ის დებიუტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი შესაძლოა ახალი მოდელების გამოჩენას საერთოდ არ ეხებოდეს. სიტყვა „შესაძლოას“ ვიყენებთ იმიტომ, რომ ჯერ ოფიციალური სახე ამ საკითხს არ მისცემია. Car Magazine-ი ასაჯაროვებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, Volkswagen Group-ს ელიტარული ბრენდი Bugatti-ს Rimac Automobili-სთვის მიყიდვა აქვს განზრახული.

წყაროს მიხედვით, შეთანხმება გასულ კვირას VW-ს აღმასრულებლების მიერ დამოწმდა, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს ჯერ დოკუმენტზე შტამპი არ დაურტყავს. Bugatti-ის წილი ტექნიკურად VW Group-ს დარჩება. Porsche 15.5 პროცენტს Rimac-ს უზიარებს. Car Magazine-ის ინფორმაციით კი შეთანხმებაში Rimac-ისთვის Porsche-ს წილის გაზრდაც იგეგმება.

აშკარაა, რომ VW Group-ი, ფერდინანდ პიჩის კონგლომერატის შემდეგ, მოლშეიმში დაფუძნებული ბრენდის განვითარებისთვის ფულის დახარჯვას აღარ აპირებს. პიჩი 2019 წელს გარდაიცვალა. Lamborghini-მ მას პატივი პირველი ელექტრო მოდელის სახელის გადაკეთებით მიაგო და მას Sian FKP 37 დაარქვა. პიჩი 1937 წელს იყო დაბადებული.


ფერდინანდის ოჯახს VW Group-ის 50 პროცენტიანი საკონტროლო ინტერესი აქვს და Bugatti-ს გასაყიდად ერთადერთი მიზეზი, ალბათ, გაცვლაში Porsche-ს პრივილეგიის გაზრდა იქნება. შტუტგარტელების მთავარი მიზანი მათი წილის 49%-ის Rimac-ისთვის გადაცემაა. ბოლო წლებში Hyundai/Kia, Koenigsegg-ი, Jaguar-ი და Magma 11 წლის წინ დაარსებულ კომპანიაში ინვესტირებით იყვნენ დაკავებულნი.

VW Group-ის ქოლგის ქვეშ Bugatti ერთადერთი ბრენდი არაა, რომელსაც გაყიდვა ემუქრება. მოხსენების მიხედვით, Lamborghini, SEAT-ი, Italdesign-ი და Ducati განხილვას ექვემდებარებიან. მიჩნეულია, რომ VW-ს პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები დაწყენბული აქვს, მაგრამ პროცესები კორონა ვირუსის პანდემიის გამო შენელდა.

crystalauto.ge

თეგები:
bugatti ბუგატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up