ვმუშაობთ  ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს - ზელენსკი

ვმუშაობთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს - ზელენსკი

access_time2022-05-14 08:45:09

ეს არის ჩვენი პრიორიტეტი - ვიმუშაოთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის  მორიგ ვიდეომიმართვაში ამბობს.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ჯარს ამ ომში იმდენი ჩამოგდებული თვითმფრინავი აქვს უკრაინული ძალების მიერ, რაც ათწლეულების მაძილზე მას არცერთ ომში ჰქონია.

,,დღეს ჩვენ შეგვიძლია გაცნობოთ მე-200 ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის შესახებ. რუსეთს, ათწლეულების განმავლობაში არც ერთ ომში ამდენი თვითმფრინავი არ დაუკარგავს. რუსეთმა თითქმის 27 000 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა წვევამდელი. რუსეთმა 3000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა დაკარგა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანები, ვერტმფრენები, დრონები და დაკარგა მისი, როგორც სახელმწიფოს პერსპექტივა. ფაქტობრივად, დღეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მიწა სწრადად გავათავისუფლოთ. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი - ვიმუშაოთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფოამციით, უკრაინულმა მხარემ ამ დროისათვის 1015 უკრაინული დასახლება გაათავისუფლა და დაბრუნებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიას, კომუნიკაციებს, წყალმომარაგებასა და ა.შ. აღადგენენ.


,,ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენას. დღეის მდგომარეობით დეოკუპირებულია 1015 დასახლებული პუნქტი, რაც გასული 24 საათის განმავლობაში არის დამატებით 6. იქ ვაბრუნებთ ელექტროენერგიას, წყალმომარაგებას, კომუნიკაციებს, ტრანსპორტს, სოციალურ მომსახურეობას. ეს არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ქალაქი და ყველა საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ხარკოვის ოლქის თანდათან გათავისუფლება მოწმობს იმას, რომ მტერთან არავის დავტოვებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლის  "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაზეც ისაუბრა.  მისი თქმით,  ყველა გავლენიანი პირი მსოფლიოში, ვინც შეიძლება ევაკუაციის პროცესში შუამავალი იყოს, ამ პროცესში უკვე ჩართულია.

"ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან" გადავარჩინოთ. ამჟამად ევაკუაციის მისიის შემდეგ ეტაპთან დაკავშირებით, მძიმედ დაჭრილების, მედიკოსების გადარჩენაზე ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს არის ხალხის დიდი რაოდენობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა დანარჩენი, თითოეული ჩვენი დამცველი გამოვიყვანოთ. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს ძალიან გავლენიანი შუამავალი, უკვე ჩართულია შესაბამის მოლაპარაკებებში", - დასძინა ზელენსკიმ.




აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...


მსგავსი სიახლეები

up