ვლოდივოსტოკელმა იურისტმა ვლადიმირ პუტინს მოტოციკლის ჩაფხუტის გარეშე ტარებისთვის უჩივლა

ვლოდივოსტოკელმა იურისტმა ვლადიმირ პუტინს მოტოციკლის ჩაფხუტის გარეშე ტარებისთვის უჩივლა

access_time2019-08-13 21:30:45

ვლოდივოსტოკელმა იურისტმა მაქსიმ ჩუხუნოვმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მოტოციკლის ჩაფხუტის გარეშე ტარებისთვის უჩივლა.


unian-ის ინფორმაციით, იურისტი თავის მიმართვაში წერს, რომ "მოქალაქე ვლადიმირ პუტინი, დაუდგენელ პირებთან ერთად მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდა". მან საჩივარი ინტერნეტით გააგზავნა და მოითხოვა, პრეზიდენტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრონ. ჩუხუნოვი სხვა, უჩაფხუტო პირების დასჯასაც ითხოვს.


"კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, არავითარი ორმაგი სტანდარტები"- ამბობს იურისტი. მისი თქმით, განცხადებას ჯერ რეაგირება არ მოჰყოლია.



10 აგვისტოს, რუსეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირიმში ბაიკერებსი შოუს დაესწრო. მან ბაიკერების კლუბ "ღამის მგლებს" დაარსების 10 წლისთავი მიულოცა. პრეზიდენტი კლუბის დამაარსებელთან ერთად გამოჩნდა და საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა.


ტაბულა


თეგები:
პუტინი



„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს
access_time2020-04-02 15:15:32
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად. „დღეს, საქართველოში...

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“
access_time2020-04-02 14:15:17
ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ. „ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს
access_time2020-04-02 13:15:02
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-04-02 11:40:24
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7...


მსგავსი სიახლეები

up