უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს დღის ბოლოს სახელმწიფო საზღვრები სრულად დაიხურება. ასევე, შეწყდა მგზავრთა გადაყვანაც.როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, მან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მოუწოდა საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეებს, დაბრუნებულიყვნენსამშობლოში.
„დღეს ჩვენ უკვე დრო აღარ გვაქვს. რთული არჩევანის წინაშე ვართ. სასწორის ერთ პინაზე არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და მეორე მხარეს ქვეყანაში მცხოვრები 40 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 26 მარტს უკრაინის ათასობით მოქალაქემ ფეხით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.
გავრცელებული ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში უკრაინის საზღვარი 18 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. სოციალური ქსელებით ვრცელდება ვიდეომასალები, რომელშიც ასახულია უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, სადაც ათასობით ადამიანი იმყოფება.
1tv.ge