უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ის ფიქრობს, რომ მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.The Times of Israel-მა ზელენსკის კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი კვლავ ფიქრობს, რომ „უკრაინა ქვეყანა არ არის“.
„არ ვიცი რას ფიქრობს ის. ჩემთვის არ უთქვამს. მე ვფიქრობ, მას ესმის ჩემი დამოკიდებულება: უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ, ყველაზე დიდი ევროპაში. ჩემი აზრით, მას ეს ესმის. რას ფიქრობს ამაზე? ეს მხოლოდ მან იცის“,-განაცხადა ზელენსკიმ.
ipn.ge