უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ირანმა კიევს თვითმფრინავის ჩამოგდების კომპენსაციის მიზნით, თითო ოჯახისთვის 80 000 აშშ დოლარი შესთავაზა, რასაც უკრაინა არ დათანხმდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე ფულით არ იზომება, მაგრამ, ჩვენ მეტს მოვითხოვთ“,-განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა აპირებს საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.
შეგახსენებთ, 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგ 737“-მა თეირანის აეროპორტთან, აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება შეცდომით მოხდა.
ipn.ge