ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაზის ტრანზიტის საკითხზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები დაახლოვდა

ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაზის ტრანზიტის საკითხზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები დაახლოვდა

access_time2019-12-10 12:33:25

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარიზში გამართული მოლაპარაკებების შედეგად გაზის ტრანზიტის საკითხზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები დაახლოვდა. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



ზელენსკის თქმით, გაზის საკითხს ორმხრივი მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტებმა საკმაოდ ბევრი დრო დაუთმეს.



„ჩვენი პირისპირ შეხვედრის ბევრი დრო ამ საკითხზე დავხარჯეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას [გაზის ტრანზიტის შესახებ] უკეთესი პირობებით, ვიდრე ამას ჩვენი წარმომადგენლები განიხილავდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.



ამასთან, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ინფორმირებულები იყვნენ, რომ შეხვედრაზე გაზის საკითხიც იქნებოდა განხილული. უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო გაზის ტრანზიტის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას.




„უკვე აღარავინ საუბრობს ერთწლიან კონტრაქტზე“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.



„მე ვითხოვდი 10 წელს, თუმცა ძალიან რთულია, როდესაც ერთი მხარე ითხოვს ერთ წელს, მეორე კი – ათს“, – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.



ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებს ელისეს სასახლეში მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრები, ასევე „ნაფტოგაზისა“ და „გაზპრომის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.



ამასთან, ელისეის სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, „უკრაინის ნაფტოგაზის“ აღამასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტება გაზის ტრანზიტსა და მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.



მისი თქმით, მოლაპარაკებები კვლავ სამმხრივ ფორმატში – ევროკავშირის მონაწილეობით გაგრძელდება.



1tv.ge







30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up