ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მას „არ ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას„ დაიწყებს

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მას „არ ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას„ დაიწყებს

access_time2020-06-12 11:25:22

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი განმარტავს, რატომ არ გახდა მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი. „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას განიხილავდა, მაგრამ ამას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურმა“.


„ვერ გახდა ვიცე-პრემიერი, რადგან ურთიერთობა იყო სხვადასხვა - მკვეთრიც და სხვადასხვაც ჩვენ ფრაქციაში. სურს მას რეფორმებით დაკავდეს? აი, რეალობა, რომელშიც მას ამის გაკეთება შეუძლია და მერე მე მას სხვა თანამდებობა შევთავაზე“ , - განაცხადა ზელენსკიმ.


მისი თქმით, სააკაშვილთან შეხვედრისას, მან თქვა, რომ დახმარება სურს და შემდეგ მოდიოდა რამდენიმე ადეკვატური რჩევებით.


პრეზიდენტის თქმით, მან სააკაშვილს ჯერ შესთავაზა, მისი მრჩეველი ყოფილიყო რეფორმების დარგში, მაგრამ მან უპასუხა, რომ ეს მისი დონე არ იყო და თავად შესთავაზა, რომ მთავრობაში შეეძლო რეფორმებით დაკავებულიყო, ყოფილიყო ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.



ზელენსკიმ ამაზე უპასუხა, რომ ამ საკითხს პრემიერ-მინისტრთან განიხილავდა. შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილის დანიშნვას მხარი არ დაუჭირეს ფრაქციაში. საბოლოოდ, მან მიიღო რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.


მისი განმარტებით, სააკაშვილს უკრაინის პასპორტი დაუბრუნა იმიტომ, რომ ეს სამართლიანი იყო.


ზელენსკის თქმით, მას არ ეშინია, რომ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, როგორც ეს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის - პეტრო პოროშენკოს დროს იყო, რადგან სააკაშვილი მისი მეგობარი არასოდეს ყოფილა.


ამასთან, ზელენსკი უშვებს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up