ვლადიმერ ზელენსკი - ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი

ვლადიმერ ზელენსკი - ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი

access_time2020-02-16 14:00:05

როდესაც პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი ვიყავი, მსურდა, „ოსკარი“ მიმეღო, მსურდა, აშშ-ში პოპულარული გავმხდარიყავი და აი, ახლა ძალიან პოპულარული ვარ ამერიკაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოახდინა თუ არა იმპიჩმენტის პროცედურამ აშშ-უკრაინის ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სთან.

„მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-სა და უბრალო ადამიანებს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა ომი გვაქვს. დიდი მადლობა დახმარებისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ჩვენ ამას მთელი გულით და სხეულით ვგრძნობთ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანაა კორუმპირებულობის თვალსაზრისით.

„ეს სიმართლე არაა. როდესაც პრეზიდენტ ტრამპს შევხვდი და მითხრა, რომ წინა წლებში უკრაინა კორუმპირებული ქვეყანა იყო, მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი, რომ ჩვენ კორუფციას ყოველ დღე ვებრძვით. გთხოვთ, აღარ თქვათ, რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, რადგან ეს სიმართლე არაა, ჩვენ გვსურს ამ იმიჯის შეცვლა,“- განაცხადა ზელენსკიმ.


მან ინტერვიუში რუსეთთან კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის „ომი უკრაინაში, არამედ ეს არის ომი ევროპაში.“

მისივე თქმით, კიევს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია, რომელსაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ეწირება.

„მაქვს შინაგანი გრძნობა, და ეს გრძნობა ეფუძნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ, რომ ჩვენ შევძლებთ, ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ და ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ. თუმცა, არ ვიცი, ამისთვის რა დრო დაგვჭირდება,“- განაცხადა ზელენსკიმ.


IPN




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up