რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას კიდევ ორჯერ მისცემს.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი კანონი მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს თანამდებობაზე ყოფნის ვადებს უნულებს.
აქედან გამომდინარე ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების საშუალება კიდევ 2-2 ვადით ექნებათ.
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას 2036 წლამდე შეძლებს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს 1999 წლიდან იკავებს. 2008-2012 წლებში დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.
IPN.GE