რუსეთში კორონავირუსის გავრცელება გრძელდება, თუმცა პროცესის შეყოვნება მოხერხდა- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვირუსოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაცის რუსული მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება შემზღუდავი ზომების დახმარებით მოხერხდა. ამასთან, მისი თქმით, პიკი ჯერ კიდევ წინ არის.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსს 361 ადამიანი ემსხვერპლა, 42 853 დაინფიცირდა.
Imedinews