რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერა აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს მისი მოწამვლა სჭირდება.
„ბერლინის კლინიკაში მყოფ პაციენტს აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწამვლა ვინმეს სჭირდება, ვის სჭირდება ის საერთოდ? მისი მოწამვლა რომ სდომებოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ“, - განაცხადა პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
პუტინმა ეს კომენტარი კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულ გამოძიებაზე კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჩამოაყალიბა ელიტური გუნდი, რომელიც ნერვული აგენტებთან დაკავშირებით მუშაობაზე იყო სპეციალიზებული და რომელიც ნავალნის წლების განმავლობაში უთვალთვალებდა.
„არავითარი გამოძიება ეს არ არის, ეს არის აშშ-ის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია. ჩვენ რა არ ვიცით, რომ ისინი თვალს ადევნებენ ლოკაციას? ჩვენ სპეცსამსახურებს ეს ძალიან კარგად ესმით და ძალიან კარგად იციან ამის თაობაზე! იციან FSB-ს და სხვა სპეციალური ორგანოების თანამშრომლებმა. ისინი ტელეფონებით სარგებლობენ იქ, სადაც საჭიროდ მიაჩნიათ, რომ არ დამალონ თავიანთი ადგილმდებარეობა. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ ბერლინის კლინიკაში მყოფი ეს პაციენტი, მოცემულ შემთხვევაში, აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწამვლა ვინმეს სჭირდება, ვის სჭირდება ის საერთოდ? მისი მოწამვლა რომ სდომებოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ“, - განაცხადა პუტინმა.
IPN.GE