შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუს პროპაგანდისტს ვლადიმირ პოზნერს საქართველოში ჩამოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
როგორც უწყებაში განმარტავენ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და არა ერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.
აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში.
რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი- ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა, - აცხადებენ შსს-ში.
წყარო: ფორმულა