ვლადიმერ პაპავა: ქვეყანას ეკონომიკური განვითარების სტრატეგია არ აქვს

ვლადიმერ პაპავა: ქვეყანას ეკონომიკური განვითარების სტრატეგია არ აქვს

access_time2019-07-01 10:00:21


„სტრატეგია იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად და რას უნდა დაეფუძნოს იგი, არ არსებობს. ფოკუსირება ხდება მხოლოდ ერთი დარგის განვითარებაზე, ეს არის ტურიზმი“ - განაცხადა თსუ-ს პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ.


საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ვლადიმერ პაპავამ ასე შეაფასა:



„როდესაც საქართველოს ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი, ერთია წმინდა თეორიული, მეცნიერული პრობლემა და მეორე პრაქტიკული. უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო დონის წამყვანი ეკონომისტები აკეთებენ მკაფიო შეფასებას იმის შესახებ, რომ მშპ-ს საშუალებით ეკონომიკური ზრდის შეფასება არის შეცდომა. ეს არ არის სწორი და არ იძლევა ადეკვატურ შეფასებას. მაგალითად, იმ მეთოდოლოგიით, როგორც იანგარიშება მშპ, რაც მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, რაც მეტი მანქანა დაიმტვრევა და მეტი ადამიანი დაზიანდება და დაიღუპება, მით მეტი იქნება მშპ. თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება და ინფრასტრუქტურა დაზიანდება, დაზიანებულ ავტომობილს დასჭირდება შეკეთება, ეს ყველაფერი ეკონომიკური აქტიურობაა; ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში მივა და იმკურნალებს, გაიზრდება ჯანდაცვის ხარჯიც. ღმერთმა დაიფაროს და თუ დაიღუპება ადამიანი, სარიტუალო ხარჯებია საჭირო. ასე, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკას ზრდის მაჩვენებელია. ასე შეფასებული ეკონომიკური ზრდა კი ადამიანების კეთილდღეობას არ აჩვენებს. ამიტომ ეკონომისტები არიან ძიებაში, როგორ ჩაანაცვლონ მშპ ან თუ არ ჩანაცვლდება, რა იქნას მასთან ერთად გამოყენებული.



მეორე პრობლემა, რაც აქვს ჩვენს ეკონომიკას, ზრდის სტრუქტურაა. ყველაზე სწრაფად ფინანსური სექტორი იზრდება, იზრდება სასტუმროების ბიზნესი, რესტორნების ბიზნესი, სამთავრობო ხარჯები და იჯარით გაცემული ქონება. ეს ყველაფერი არის ეკონომიკური საქმიანობა და მისი ზრდა აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. თუმცა ეს არ ნიშნავს მოსახლეობის კეთილდღეობას. ამიტომ, საზოგადოებას ჰგონია, რომ მთავრობა ატყუებს, სინამდვილეში არც მთავრობა ტყუის და არც მოსახლეობა.




არსებობს მთავრობის ზოგადი ეკონომიკური პროგრამა, თუმცა ეს არის ძალიან ზოგადი და არაფრის მთქმელი დოკუმენტი. სტრატეგია იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად და რას უნდა დაეფუძნოს, არ არსებობს. ფოკუსირება ხდება მხოლოდ ერთი დარგის განვითარებაზე, ეს არის ტურიზმი,“ - ამბობს ვლადიმერ პაპავა.



რადიო კომერსანტი


ნათია კეკენაძე





„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს
access_time2019-11-12 16:00:01
„დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე. მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება...

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“
access_time2019-11-12 15:00:28
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. ლალი მოროშკინა წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტს“ ესაუბრა. „რუსეთის მიერ ფრენების შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე და ზოგადად, სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა არა...

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ
access_time2019-11-12 12:45:38
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი;...

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
access_time2019-11-12 17:00:50
თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად დედაქალაქის მთავრობა მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას ტრანსპორტის გენერალური გეგმის მიხედვით გაზაფხულიდან დაიწყებს. მერიას გენერალური გეგმისთვის კვლევა უკვე დაკვეთილი...

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება
access_time2019-11-12 13:00:35
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება.როგორც მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. “ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ...


მსგავსი სიახლეები

up