ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

access_time2021-09-23 14:55:34

ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია.



„ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს ბიზნესი ქვეყანას სჭირდება. იმიტომ, რომ ხალხი დასაქმებული იყოს, ბიუჯეტში შემოსავლები იყოს და სახელმწიფო ვითარდებოდეს. იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბიზნესმენიც ადამიანია. მასაც აქვს პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ბიზნესისთვის დამახასიათებელია ასეთი რამ… ბიზნესს ხმაური არ უყვარს. ეს ტენდენცია მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ამ დროს, ჩვენ დავინახეთ, რომ გამოიკრა ბანერები, რომელსაც ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა.




წარმოვიდგინოთ, რომ ის ბანერი ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ იმავდროულად არის საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ძალიან მოეწონა. იმიტომ, რომ ბევრს არ დავიწყნია, რა იყო და როგორ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ამიტომ, გემოვნებებზე არ კამათობენ. იმავდროულად, იმის დადანაშაულება, რომ რამაც გაიჟღერა მედიაში და დაიწერა ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის თუ მედიასაშუალების მხრიდან, რომ ახლა „ვისოლის“ საწვავი არ ჩავასხათ, პროდუქტები არ შევიძინოთ. ეს ბიზნესზე ტერორია. ეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალიდან მოდის, რომელიც „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდა თავის დროზე და ახლაც ღიად თუ არა, ირიბად მაინც ასოცირებულია,“ – ამბობს ვლადიმერ პაპავა.





მისივე თქმით, მთავარი ის არის, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება.




„წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ ბიზნესზე რა ტერორი იქნება. ეგრევე შეუვარდებიან იმ ფირმებს და საწარმოებს. ამიტომ, აქ მთავარია, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება. თორემ სიძულვილის ენა სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია პოლიტიკურ სივრცეში. თუ ამას ვიხილავთ ბანერზე ეს სულაც არ არის გასაკვირი. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც უკიდურესად უარყოფითად ვართ განწყობილები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რადგანაც მათი ბოროტება გვახსოვს და საკუთარ თავზეც გვაქვს გადატანილი, ეს სიძულვილის ენა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ანუ სიმართლის ამსახველი. დანარჩენი, როგორი კომპოზიცია შედგა და ვინ არის წარმოდგენილი ეს გემოვნების ამბავია. გემოვნებაზე კი, როგორც წესი არ კამათობენ. ამიტომ, მთავარია, რომ რამდენად სამართლებრივად გაკეთდა ყველაფერი. ამისთვის არსებობს ზემდგომი ინსტანციები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება მიმართოს და გაარკვიოს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაიმე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თორემ, რომ ყოფილიყო უკვე სასამართლოშიც იქნებოდა სარჩელი შეტანილი.




მე იურისტი არ გახლავართ. უბრალოდ, ვეცნობი ინფორმაციებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის, უფრო მორალური მხარეა ბიზნესის დატერორება. ვინც ამას აკეთებს, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამით ბიზნესში დასაქმებული ამომრჩევლის ხმასაც კარგავენ. ის ადამიანი ვინც „ვისოლის“ დიდ ჰოლდინგში მუშაობს ყველას ემუქრება. „საწვავი არ ჩაასხა“, „პროდუქტი არ იყიდო“, „კვების ობიექტში არ შეხვიდე“. როგორ შეიძლება ეს. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც – დღეს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია კახა ოქრიაშვილი, რომ გამოვიდეს ახლა ვიღაც და თქვას „პსპ-ში“ წამლები არ იყიდოთ. ეს შეიძლება? ვიღაცას ეს პოლიტიკოსი მოსწონს. ვიღაცას ის. ბიზნესი ბიზნესია. ამიტომ, თუ „ვისოლი“ გაყიდის კარგი ხარისხის საწვავს ის მომხმარებელი მისგან მაინც იყიდის. მაგრამ ეს ზეწოლა ფსიქოლოგიური ტერორია. ეს შეიძლება სახელმწიფოს ტერორში გადაიზარდოს თუ ეს ხალხი ხელისუფლებაში რაღა ფორმით მოსვლას შეძლებს. ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. საჭიროა პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის, რის გამოც სიძულვილის ენა გაბატონებულია. მოვა ის დროც, როდესაც ცივილიზებული სახით იქნება პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა, მაგრამ ბიზნეს მოვექცეთ ფრთხილად. იმიტომ, რომ არჩევნები ჩაივლის, ცხოვრება მის შემდეგაც გრძელდება და ბიზნესი გვჭირდება. ბიზნესმენებს კი, ყველას თავისი გემოვნება აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up