ვლადიმერ პაპავა - საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სერიოზული პრობლემა არის, რომ ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი და თანაც, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა

ვლადიმერ პაპავა - საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სერიოზული პრობლემა არის, რომ ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი და თანაც, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა

access_time2019-06-12 21:10:46

დღეს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სერიოზული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი და თანაც, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ პაპავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.გადაცემაში ლარის კურსი და აქედან გამომდინარე ზოგადად ეკონომიკის პრობლემები განიხილეს. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.


პაპავას განმარტებით, ლარის საკითხის ეკონომიკის კონტექსტის გარეშე განხილვა არ შეიძლება, რადგან ის ეკონომიკის ნაწილია და ეკონომიკის მდგომარეობას ხდება.


„როცა ლარზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ის ეკონომიკის კონტექსტიდან იყოს ამოვარდნილი, რადგან ლარი პრაქტიკულად ეკონომიკის ნაწილია. უფრო მეტიც, ის ასახავს, რა მდგომარეობაში არის ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს შორის უპირველესია ფაქტორი, რომ ქვეყანა მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს, რაც ლარზეც აისახება.



„სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკას ბევრი უარყოფითი სიმპტომი ახასიათებს: ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვა უკიდურესად უარყოფითია და იმპორტი დაახლოებით 2.7-ჯერ აღემატება ექსპორტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა ყოველ გენერირებულ ერთ დოლარზე 2.7 დოლარს კარგავს იმპორტზე გასაწევი ხარჯების თვალსაზრისით. ანუ ეკონომიკა ექსპორტზე ორიენტირებული არ არის და ძირითადად, იმპორტს ეფუძნება. თუ ავიღებთ სამომხმარებლო კალათას, აქ სურათი კიდევ უფრო მძიმეა, მისი 80 პროცენტი არის იმპორტული საქონელი. თუ ავიღებთ სასურსათო კალათას, აქაც იგივე სურათი გვაქვს – მხოლოდ 20 პროცენტია ადგილობრივი წარმოება, 80 პროცენტი კვლავ იმპორტია. ანუ რა გამოვიდა? ჩვენ ვართ მომხმარებლები და მოვიხმართ იმას, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია. ანუ ჩამოვყალიბდით, როგორც მომხმარებელი ქვეყანა და ერი, მოვიხმართ იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენ შეგვიქმნია“, – განმარტა ვლადიმერ პაპავამ.


მისი მოსაზრებით, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას ქვეყნიდან გასული ეკონომიკური მიგრანტები აფინანსებენ სამშობლოში გადმორიცხული ფულადი ტრანსფერების მეშვეობით.


„იბადება კითხვა, საიდან მოვიხმართ? ამაზე პასუხი რთული საპოვნელი არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნის გარეთ არის გასული, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ და იმ ქვეყნის ეკონომიკას ავითარებენ, იქ მიღებული შემოსავლების ნაწილს კი, საქართველოში ახლობლებს ურიცხავენ და ეს ადამიანები ამის საშუალებით მოიხმარენ პროდუქციას, რაც ამ ქვეყანაში არ შექმნილა. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს – ის ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი და თანაც, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა. ეს პრობლემა ბუნებრივია, ლარზე აისახება“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.


1tv.ge






საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო მიებას თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up