ვლადიმერ პაპავა: ლარი გამოხატავს ეკონომიკურ მდგომარეობას, ე.ი ეკონომიკაა ცუდ მდგომარეობაში

ვლადიმერ პაპავა: ლარი გამოხატავს ეკონომიკურ მდგომარეობას, ე.ი ეკონომიკაა ცუდ მდგომარეობაში

access_time2019-06-28 10:00:52


„რუსეთის გადაწყვეტილებას ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით შეიძლება არ ჰქონდეს იმდენი ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც ჩვენს ქმედებას, სასწრაფოდ გადავცვალოთ ლარი დოლარში,“ - რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, თსუ-ს პროფესორი ვლადიმერ პაპავა, მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ეროვნული ბანკის განცხადებას აფასებს. „ეროვნული ბანკის გუშინდელი განცხადება არის არაფრის მთქმელი და გაუგებარი,“ - ამბობს პაპავა.



„ლარის კურსი არ არის ცუდ მდგომარეობაში. ლარი უბრალოდ გამოხატავს ეკონომიკურ მდგომარეობას, ე.ი ეკონომიკაა ცუდ მდგომარეობაში. პოლიტიკური არასტაბილურობა ხშირად აისახება ლარზე. რუსეთის გადაწყვეტილებამ ტურისტული სეზონის დასაწყისში, ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში შექმნა არეულობა, შემცირდა ნაკადი, მოლოდინი გაჩნდა იმისა, რომ უცხოური ვალუტის შემოსვლა ქვეყანაში შემცირდება. ის ვინც ამას ელოდება, უკვე მირბის და ლარები გადაჰყავს დოლარებში. ასეთ დროს, იგი თვითონ ზრდის მოთხოვნას დოლარზე, ანუ დამატებით მოთხოვნას აჩენს. ასე, რომ რუსეთის გადაწყვეტილებას შეიძლება არ ჰქონდეს იმდენი ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც ჩვენს ქმედებას სასწრაფოდ გადავცვალოთ ლარი დოლარში.
ამ ყველაფერს ემატება შესაძლო საქინაციები. სავალუტო ბაზარზე მსხვილ მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა სპეკულირებისთვის გამოიყენონ არსებული სიტუაცია და ნებისმიერი შემთხვევა დააბრალონ პუტინს. ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტი მონიტორინგი, ზედამხედველობის ფუნქციის გამკაცრება.



ეროვნული ბანკის გუშინდელი განცხადება არის არაფრის მთქმელი და გაუგებარი. ეროვნული ბანკი საზოგადოებისთვის ძალიან ცუდ და გაუგებარ როლს ასრულებს. იმის ნაცვლად, რომ იყოს აქტიური, აწყნარებდეს საზოგადოებას, თუ საჭირო იქნება გარკვეულ ზომებს იღებდეს, ამბობს, რომ რეზერვებს ხომ არ დავხარჯავთ სრულადო?!. რომელი იდიოტი სთხოვს რეზერვების დახარჯვას? ეროვნულმა ბანკმა უნდა იფიქროს, როგორ შეიძლება აირიდოს თავიდან პანიკა, შექმნას გაუფასურების სტაბილური გარემო. საზოგადოება ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული.



ქვეყანას სჭირდება ისეთი სტრატეგია, რომელიც იქნება ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე აგებული. ეს უნდა განხორციელდეს კომპლექსურად, როგორც სამეცნიერო შრომის დაფასებით, ისე იმ დარგებში საწარმოების შექნით, რომლებიც მაღალ დამატებით ღირებულებას შექნის. ეს კი არის ინოვაციური მაღალტექნოლოგიური დარგები,“ -ამბობს ვლადიმერ პაპავა.




გუშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის კურსზე ისაუბრა და თქვა, რომ ასეთ დროს ჩარევა კონტპროდუქტიულია:


მოხდება თუ არა ეროვნული ბანკის ჩარევა და ინტერვენცია? ასეთ სიტუაციაში, ძალიან ბევრი ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება, რომ ამ დროს ჩარევა არის კონპროდუქტიული. ამან შეიძლება გადაავადოს მოკლევადიან პერიოდში და შემდეგ უფრო მეტი გახდეს საჭირო კურსის კორექტირებისთვის - აღნიშნა გვენეტაძე.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამომავლო პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მცურავი კურსის პირობებში, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. გვენეტაძის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზი რუსეთიდან საჰაერო მგზავრობის აკრძალვის შემდგომ გაჩენილი უარყოფითი მოლოდინებია:


დღევანდელ სიტუაციაში გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომელიც ამ ეტაპზე ლარის კურსს მოლოდინებით გადმოეცემა. დაანონსებული იყო ინფორმაცია, რომ შედეგად მოხდება ფრენების აკრძალვა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდეს რუსეთიდან. სწორედ მოლოდინების არხით მოხდა გადაცემა კურსზე და აისახა კიდევაც მასზე - განაცხადა გვენეტაძემ.



რადიო კომერსანტი

ნათია კეკენაძე







სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up