ვლადიმერ კონსტანტინიდმა საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ვლადიმერ კონსტანტინიდმა საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

access_time2020-09-17 20:00:47

2020 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.


ვლადიმერ კონსტანტინიდმა მადლობა გადაუხადა დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის. მან აღინიშნა, რომ ქართული დიასპორული ორგანიზაციები, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ერთიანი სულისკვეთებით გაერთიანებულნი, ცდილობდნენ ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას, თანამემამულეთა სოციალური თუ ეკონომიკური სიძნელეების დასაძლევად.


მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მან წარადგინა ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ‘JMP Strategic Solutions” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.



თავის მხრივ, შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე და ზოგადად, COVID-19-ით გამოწვეულ იმ სირთულეებზე, რომლებთან გამკლავებაც უწევთ დღეს ორგანიზაციებს. დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ პანდემიის დროს, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და თესალონიკში გენერალური საკონსულოს მიერ და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საბერძნეთში მყოფი თანამემამულეებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და ეფექტური.


შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინდმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხედავს და დიდად აფასებს უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს. გაგრძელდება საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა; საკვირაო სკოლების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი გადამზადების მიზნით შემუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში მასწავლებელთათვის გაიმართება ტრენინგები. ასევე, გაგრძელდება პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, დავით დონდუა და ქ. თესლონიკში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გოჩაშვილი.


მსგავსი ონლაინ სამუშაო შეხვედრა, ა.წ. 14 აგვისტოს, გაიმართა იტალიაში მოქმედ ქართულ დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და ასევე, გაგრძელდება მომავალში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up