ვლადიმერ კონსტანტინიდი - აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად, ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი, ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება

ვლადიმერ კონსტანტინიდი - აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად, ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი, ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება

access_time2019-08-25 19:00:31

იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.


როგორც კონსტანტინიდმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, საოკუპაციო ძალის უკანონობის ფონზე ვერც ე.წ. არჩევნების სამართლებრივ შედეგებზეც ისაუბრებს.


„იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად და ისინი იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ, ბუნებრივია, ამ „არჩევნებს“ ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სამართლებრივ შედეგებზეც ვერ ვისაუბრებთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საოკუპაციო ძალა ადგილზე ახორციელებს კონტროლს და ფაქტიურად შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ამ უკანონობის ფონზე, ამ არჩევნებს ვერანაირი შედეგი ვერ ექნება, მიუხედავად ზატულინის განცხადებისა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.


მისივე განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლოდინი აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ე.წ. არჩევნებსაც დაგმობს.


„საგარეო უწყებას არაერთხელ დაუყენებია ეს საკითხები და პრევენციულ რეჟიმშიც სვამს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რაზეც გვაქვს მოლოდინი, რომ სერიოზული განცხადებები გაკეთდება. იცით, საერთაშორისო მიდგომა იქ მიმდინარე უკანონობაზე, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი ივლისში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე ცხინვალის რეგიონში, რაც თანამეგობრობამ ერთხმად დაგმო და არალეგიტიმურად ცნო ეს ე.წ. არჩევნები“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.


ცნობისთვის, რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება, განაცხადა, რომ არჩევნები აფხაზი ხალხის საშინაო საქმეა და მოსკოვი მის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს. დუმის დეპუტატმა პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები დესტაბილიზაციის საბაბად არ უნდა იქცეს.

მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების განმავლობაში დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. ზატულინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს,







forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up