ვიზრდებით თუ ვერა: ეკონომიკის რეალური მიმოხილვა

ვიზრდებით თუ ვერა: ეკონომიკის რეალური მიმოხილვა

access_time2021-11-20 10:00:27

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბრისთვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 11,3% შეადგენს. ხოლო თუ ამ მაჩვენებელს პანდემიამდე პერიოდის, 2019 წლის ციფრებს შევადარებთ, ზრდა მხოლოდ 6,3%-ია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „წელს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს“. თუმცა, ქვეყანაში არსებული რეალური ეკონომიკური ვითარება ოფიციალური ციფრებისგან განსხვავდება – სოციალური მდგომარეობა მძიმეა, არსებულ სიღარიბეს კიდევ უფრო ზრდის ფასების რეკორდული მატება, ხოლო უმუშევრობა, რომელიც 22%-ზე მეტია, მოსახლეობისთვის კვლავაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ე.წ. საბაზო ეფექტმა. როგორც ვიცით, სტატისტიკოსები ეკონომიკური ზრდის დასათვლელად მიმდინარე თვის მაჩვენებელს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს ადარებენ. 2020 წლის სექტემბერში კი 5%-იანი რეცესია ფიქსირდებოდა, რაც პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა

საბაზო ეფექტის გარდა, ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყანაში მოხმარების ზრდამ შეიტანა. გაზრდილია სამთავრობო დანახარჯები. მოხმარების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება კერძო სექტორშიც. ასევე, სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა (9,5 მილიარდი ლარი). სექტორების მხრივ, მომსახურების სფეროს გარდა, ზრდა არის საფინანსო და სადაზღვევო სფეროში, გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და ვაჭრობა.

„ეკონომიკის მაღალი ზრდა, დიდწილად, დაგროვებულმა მოთხოვნამ განაპირობა. როგორც ფირმებმა, ასევე, კერძო პირებმა, კრიზისის პერიოდში გადადეს თავიანთი გადაწყვეტილებები და ისინი მოგვიანებით განახორციელეს. ამან გაზარდა მოხმარება. ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენა მთავრობის გაზრდილმა ხარჯებმაც მოახდინა”, – აღნიშნავს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იგრძნობა ცხოვრების გაუმჯობესება, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, გიორგი პაპავას შეფასებით, ამას ზრდის ხანგრძლივი და სტაბილური პროცესი სჭირდება.

„გარკვეული დრო არის საჭირო, რომ ბიზნესსექტორი, დასაქმება და სხვა ინდიკატორები დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე იყო. 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაწყებული ეკონომიკური აღდგენა ჯერ არ გამოსახულა იმ სამუშაო ადგილების აღდგენაში, რაც შოკის დროს დაიკარგა. ამიტომ ადამიანებისთვის აღქმა, რომ თავი უკეთ იგრძნონ, რთულია. მთავარია, ეკონომიკის აღდგენა სტაბილურად გაგრძელდეს 2022 და 2023 წელსაც. სულ უფრო მეტი და მეტი დოვლათი უნდა იქმნებოდეს ქვეყანაში, რომ ეს თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს”, – აღნიშნავს გიორგი პაპავა. 


საერთაშორისო შეფასებები

EBRD-იმ წინა შეფასება 2%-ით გაზარდა და 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 7,5%-ით ზრდას ვარაუდობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, ტურიზმის ეტაპობრივმა აღდგენამ შეიძლება სტიმული მისცეს ეკონომიკას და 2022 წელს 5,5%-ით გაიზარდოს. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნისთვის რისკებს ქმნის ვაქცინაციის ნელი ტემპი, პანდემია და შესაძლო შეზღუდვებიც. ასევე, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს შეიძლება, ნაწილობრივ დააკომპენსიროს ფულადი გზავნილების ზრდამ და მისმა გავლენამ შიდა მოხმარებაზე.

უფრო ოპტიმისტურია საქართველოს მთავრობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „წლის ბოლომდე მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება”. ხოლო 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 6%-ით არის განსაზღვრული.

რა ხდება რეგიონში

EBRD-ის პროგნოზით, თურქეთში 2021 წელს ნავარაუდებია ეკონომიკის 9%-იანი ზრდა, ხოლო 3,5%-იანი – 2022 წელს. ეკონომიკის ასეთ აღმასვლას ხელს შეუწყობს „პოსტლოქდაუნის“ პერიოდის აღდგენა, რაც განაპირობებს მოთხოვნისა და მოხმარებისა და ექსპორტის ზრდას.

რუსეთში წელს ნავარაუდებია ეკონომიკის 4,3%-ით, ხოლო 2022 წელს 3%-ით ზრდა, რასაც სავარაუდოდ, სოციალური პროგრამებით გამოწვეული შემოსავლების ზრდა გამოიწვევს. უკრაინაში წელსაც და გაისადაც ეკონომიკის 3,5% -ით ზრდა არის ნავარაუდები. აზერბაიჯანში წელს 4%-იან ზრდას პროგნოზირებენ, 2022 წელს კი – 3,2%-იანს. სომხეთში წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელოდებიან, გაისად კი ეს მაჩვენებელი 5,3%-ს მიაღწევს.


წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up