საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით პირველ ათეულში ევროკავშირის ერთი სახელმწიფოც ვერ მოხვდა

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით პირველ ათეულში ევროკავშირის ერთი სახელმწიფოც ვერ მოხვდა

access_time2021-07-19 10:00:41

ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა 362%-ით – 133 ათასამდე გაიზარდა. ზოგიერთი ქვეყნიდან ზრდის ტემპმა ოთხნიშნა პროცენტულ მაჩვენებელსაც მიაღწია. შეიცვალა ვიზიტორთა სტრუქტურაც და პირველ ოთხეულში მხოლოდ ორია მეზობელი სახელმწიფო. თუმცა, TOP 10 სახელმწიფოში ევროკავშირის 1 ქვეყანაც ვერ მოხვდა. მთლიანი ევროკავშირის წილიც ვიზიტორებში პანდემიამდელი პერიოდის 7.1%-დან 6.3%-მდეა შემცირებული.


ევროკავშირის ქვეყნებიდან (იგულისხმება ბრიტანეთიც), საქართველოს საზღვარი ივნისში 9151-მა ვიზიტორმა გადმოკვეთა – 1182%-ით მეტმა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მაგრამ ამავე დროს 82%-ით ნაკლებმა 2019 წლის ივნისთან შედარებით.


ევროკავშირის წევრი პოლონეთიდან ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში – 1793. ზრდა პროცენტულ გამოსახულებაში საკმაოდ შთამბეჭდავია –  5173%. მიუხედავად ასეთი ზრდისა, საერთო რეიტინგში ეს ქვეყანა მე-12 ადგილზეა. 2412%-იანი ზრდის შემდეგ გერმენიიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 1633-მდე გაიზარდა, რაც მხოლოდ მე-14 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.


ვიზიტორთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა ასევე: ლიეტუვადან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან და ბრიტანეთიდან.



მკვეთრად, 3251%-ით 1658-მდეა გაზრდილი შეერთებული შტატებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც ასევე 65%-ით ნაკლებია პანდემიამდელი 2019 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.


სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტის საშუალო ხარჯი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ევროპიდან, აშშ-დან და არაბული სამყაროდან შემოსული ტურისტები მაღალი მხარჯველობითუნარიანობით გამოირჩევიან. ტურიზმის ადმინისტრაციაც აქცენტს დასავლეთის მიმართულებით აკეთებს, რაც სხვადასხვა აქტიობებითა და მარკეტინგული დანახარჯებით გამოიხატება, მაგრამ ჯერჯერობით პანდემიამდელ მაჩვენებელს წილობრივადაც ვერ დაუბრუნდა.


2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.268 მლრდ შეადგინა. 2020 წლის პროგნოზი $3.5 მლრდ იყო, რეალობა კი მხოლოდ $542 მლნ აღმოჩნდა, საიდანაც 79% პირველ კვარტალში შემოვიდა.


2019 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში პირველი კვარტალის წილი 17.7% იყო. 2010-2019 წლებეში პირველი კვარტალიდან მიღებული შემოსავალიც სტაბილურად 15-დან 18%-მდე მერყეობს. 2021 წლის პირველ კვარტალში სქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ $53 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - 2005 წლის შემდეგ ყველაზე ცოტა. წინა პერიოდის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, წლიურმა შემოსავალმა $302 მლნ უნდა შეადგინოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ზრდის ტემპი დაჩქარდა, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შემოსავლის მაჩვენებელი გაიზრდება. იანვარში ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13-ჯერ იყო შემცირებული, ივნისში კი 5-ჯერ. პრობლემად ვაქცინაციის დაბალი ტემპი რჩება, რასაც ივლისში პოლონელი ტურისტის დაჭრა და პოლიტიკური დაძაბულობაც დაემატა.


თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის მაჩვენებლის 40%-ს გაუტოლდება, 2022 წელს კი 10%-ით გადააჭარბებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up