“ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

“ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

access_time2019-11-14 12:02:01

„ვიზამ“, კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, „სფეისი“ შეარჩია. თანამშრომლობის მიზანია, ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

თბილისი, 2019 წლის 14 ნოემბერი.  ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი „ვიზა“ და პირველი სრულად ციფრული ბანკი „სფეისი“, აცხადებენ, რომ ხელი მოაწერეს პარტნიორობის შეთანხმებას, ბანკინგის ინოვაციური მომსახურებების ერთობლივად განვითარებისა და გეოგრაფიული გაფართოების მიზნით.


„სფეისი“ არის თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპი, რომელმაც ოპერირება 2018 წელს დაიწყო და მაშინ, პირველ ციფრულ ბანკში, მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობდა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 70-ზე მეტი თანამშრომელი და სფეისში რეგისტირებული მომხმარებლების რაოდენობა 160,000-ს სცდება. სფეისი ოპერირებს, როგორც ინოვაციური ბანკინგის ლაბორატორია, რომელმაც საქართველოში ფინანსური მომსახურების ახალი ფორმატები წარმოადგინა, როგორიცაა:  საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნა, 24 საათიანი უწყვეტი და მომენტალური სერვისები, ელექტრო სკუტერებით ბარათის მიტანის მომსახურება, მობილური აპლიკაციით ყველა საბანკო ბარათის ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობა და სხვა.


პარტნიორობის ფარგლებში, „ვიზა“ და „სფეისი“ ერთობლივად იმუშავებენ ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და დაცული საბანკო გადაწყვეტების შემუშავებაზე. „ვიზა“ მხარს დაუჭერს „სფეისის“ სხვა ქვეყნებში გასვლას და ახალი ბაზრების ათვისებას. 


ნიკოლოზ ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე:  „სფეისი“ ცვლის ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებას მისი გამარტივებისა და დახვეწის გზით.  „სფეისის“ გაშვების მომენტში, ჩვენ გვინდოდა გავცდენოდით ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებს და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოსვლით, შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს.  თავისი არსებობის მოკლე დროში, სფეისმა დაამტკიცა, რომ მისი ინოვაციური და ამბიციური ხედვა რეალურია და ახლა უკვე, მისი მასშტაბური გეგმების განხორციელებაში ვიზას კონტრიბუცია ბევრს ნიშნავს.“


 

ევგენ ლისნიაკი, „ვიზას“ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ფინტეკ კომპანიებთან თანამშრომლობის მიმართულების უფროსი დირექტორი CEMEA რეგიონში:  „ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენს მდიდარ გამოცდილებასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გავუზიარებთ  საგადახდო სფეროს ისეთ ახალ მოთამაშეებს, როგორიცაა „სფეისი“. ვიმყოფებით რა ფინტეკ ეკოსისტემის ეპიცენტრში, ჩვენი მიზანია,  მოხდეს ცოდნის, საუკეთესო გამოცდილებისა და ტექნოლოგიური პარტნიორების კავშირების გაზიარება „სფეისისთვის“ ციფრული ფინანსური მომსახურებების არეალის გაფართოების მიზნით. დღეს ჩვენ ვართ ფინანსური საბანკო სექტორის სწრაფი ტრანსფორმაციის მომსწრენი, სადაც ახალი მოთამაშეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ნეობანკები მომხმარებელზე ორიენტირებულები, მოქნილები და ინოვაციურები არიან და თანამედროვე მომხმარებელს სრულიად ახლებურ საბანკო გამოცდილებას სთავაზობენ. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ფინტეკების მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში მათი ბიზნესების განვითარებისა და საერთაშორისო ექსპანსიის ამბიციების განსახორციელებლად.“

 

ვიზას შესახებ


„ვიზა“ Inc (NYSE:V) მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. „ვიზას“ მიზანია, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური, სანდო და უსაფრთხო გადახდების ქსელი დააკავშიროს ფიზიკურ პირებს და ბიზნესებს და ხელი შეუწყოს ეკონომიკებს განვითარებაში. „ვიზას“ მოწინავე გლობალური ქსელი, VisaNet უზრუნველყოფს უსაფრთხო და სანდო გადახდებს მსოფლიო მასშტაბით. მისი საშუალებით შესაძლებელია წამში 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის შესახებ შეტყობინების დამუშავება. კომპანიის მხრიდან მუდმივი აქცენტი ინოვაციაზე, არის კომერციის სწრაფი ზრდის კატალიზატორი და ყველგან და ყველასთვის უნაღდო ანგარიშსწორების პერსპექტივის მთავარი მამოძრავებელი ძალა. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო ანალოგიდან ციფრულზე გადადის, „ვიზა“ იყენებს თავის ბრენდს, პროდუქტებს, ადამიანებს, ქსელს და მასშტაბებს, რომ კომერციის მომავალს ახლებური ფორმა მისცეს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ:  www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE;

 

სფეისის შესახებ

სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. „სფეისის“ მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე.  „სფეისი“ 2018 წლის მაისში გაეშვა და მისი ჩამოტვირთვების რაოდენობამ უკვე 400,000-ს, ხოლო რეგისტრირებული მომხმარებლების რიცხვმა 160,000-ს მიაღწია (2019 წლის 31 სექტემბრის მდგომარეობით). „სფეისი“ ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.  

 


(R)

თეგები:
ვიზა



ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა
access_time2019-12-06 13:30:01
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. „ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან და აქვს ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება ამ მეზობელთან, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა შემთხვევაში საზღვაო...


მსგავსი სიახლეები

up