„ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად შეიძლება მძიმე ნაბიჯების გადადგმა მოგვიწიოს“

„ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად შეიძლება მძიმე ნაბიჯების გადადგმა მოგვიწიოს“

access_time2019-05-02 17:25:11

„ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად შეიძლება მძიმე ნაბიჯების გადადგმა მოგვიწიოს“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა დეპუტატ თამარ ხულორდავას კითხვას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესს და მომავალში უვიზო რეჟიმის გაგრძელების საკითხს ეხებოდა.


ხულორდავას აინტერესებდა, როგორი იქნება შსს-ს როლი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საქმეში, რადგან რიგ ქვეყნებში უკანონო მიგრაცისს რაოდენობის, ასევე უკანონოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ფონზე პრობლემები სახეზეა.


„რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემა არსებობს. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების და ორგანიზებულ დანაშაულს შორის სტრუქტურირებული კავშირი, რასაც ვებრძვით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. რეალურად თავშესაფრის მაძიებელთა ნაწილში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მართლაც გვაქვს დამძიმებული მონაცემები. პირველ რიგში, ეს გახლავთ საფრანგეთი, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში დინამიკა გვაქვს საკმაოდ პოზიტიური. აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რისკი, შეჩერების მექანიზმი ქვეყნის წინაშე არ დადგეს, თუმცა გარკვეულწილად პარლამენტის ჩართულობას აქ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან არის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტშია და შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ჩვენ მოგვიწიოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებებს ვუპასუხოთ კონკრეტული ნაბიჯებით.



შეიძლება ეს იყოს არასასურველი, ზოგ შემთხვევაში მძიმე ნაბიჯები, რომლის გადადგმა შეიძლება მოგვიწიოს იმისთვის, რომ ეს დიდი სიკეთე ამ ქვეყნისთვის შევინარჩუნოთ“, - აცხადებს გიორგი გახარია.



BMG





ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29.8 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა

ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29.8 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა
access_time2020-07-06 13:11:34
ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29.8 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა.როგორც კომისიის ოქმიდან ირკვევა, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, კონკურენტული გარემოს შექმნა და შესასყიდი М2 კატეგორიის მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა. შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი 22 ივნისს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 ივლისს უნდა დაწყებულიყო და 23 ივლისს დასრულებულიყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29...

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი   ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს
access_time2020-07-06 10:30:48
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცახდებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, პუბლიკაციებში, საჯარო განცხადებებში, საკონსულტაციო შეხვედრებსა თუ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში სრულიად ღიად და საჯაროდ განმარტა თუ რატომ თვლის შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების არსებულ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის ანუ დამსაქმებლების და თვით დასაქმებულთათვის ზიანის მომტანად. მიგვაჩნია,...

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...


მსგავსი სიახლეები

up