„ვიზალიბერალიზაციის პროცესს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“

„ვიზალიბერალიზაციის პროცესს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“

access_time2018-05-10 11:27:05

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

 

პარლამენტარის თქმით, სავიზო რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების დეპორტაცია აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება.

 

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე ახლა არ არსებობს. იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებიც სავიზო რეჟიმს არღვევენ, აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. ასეთი ფაქტები არ უნდა გაგვიკვირდეს და ზედმეტი აჟიოტაჟიც, ვფიქრობ, არ არის სწორი. გვაქვს შეთანხმება ევროპის წევრ სახელმწიფოებთან, რომ მოქალაქეები, რომლებიც დარღვევით იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე დავაბრუნოთ ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე, რაიმე საფრთხე ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ ემუქრება", - აცხადებს დეპუტატი.

 


გუშინ საღამოს, გერმანიიდან საქართველოს 68 მოქალაქე გამოაძევეს. სპეცრეისი გუშინ საღამოს შესრულდა. საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან გადაიყვანეს დუსელდორფში, საიდანაც თბილისში გამოამგზავრეს. მათი ნაწილი უკვე წლებია გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ცხოვრობდა, უმეტესობა კი უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ წავიდა თავშესაფრის მოთხოვნით. თუმცა საკითხის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ მათ უარი უთხრეს.

 

გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან ის მოქალაქეები დააბრუნეს, რომლებიც ამ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.
ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს ხუთი მოქალაქე დაბრუნდა.

 

და კიდევ ერთი ინფორმაცია გერმანიიდან... გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც დეპორტაციას გააადვილებს, - ეს ინფორმაცია „დოიჩე ველემ" გაავრცელა.

 




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 18:00:33
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის" პროექტშია...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...


მსგავსი სიახლეები

up