ვიზა რეგიონის დიჯიტალ ბანკინგში პარტნიორად სფეისს ირჩევს

ვიზა რეგიონის დიჯიტალ ბანკინგში პარტნიორად სფეისს ირჩევს

access_time2019-11-15 20:15:52

„ვიზამ“, კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, „სფეისი“ შეარჩია. ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა, საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.


„ვიზა“ და „სფეისი“ ერთობლივად იმუშავებენ ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და დაცული საბანკო გადაწყვეტების შემუშავებაზე. „ვიზა“ მხარს დაუჭერს „სფეისის“ სხვა ქვეყნებში გასვლას და ახალი ბაზრების ათვისებას.


„სფეისი“ ცვლის ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებას მისი გამარტივებით. „სფეისის“ გაშვებისას გვინდოდა გავცდენოდით ტრადიციული საბანკო მიდგომის ჩარჩოებს და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოსვლით, შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს. თავისი არსებობის მოკლე დროში, სფეისმა დაამტკიცა, რომ მისი ინოვაციური და ამბიციური ხედვა რეალურია და ახლა უკვე, მისი მასშტაბური გეგმების განხორციელებაში ვიზას კონტრიბუცია ბევრს ნიშნავს", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა “.



„სფეისი“თიბისის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპია, რომელმაც ოპერირება 2018 წელს დაიწყო მაშინ, პირველ ციფრულ ბანკში, მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობდა. კომპანიაში უკვე 70-ზე მეტი დასაქმებულია 160,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.


სფეისი ოპერირებს, როგორც ინოვაციური ბანკინგის ლაბორატორია, ფინანსური მომსახურების ახალი ფორმატებით : საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნა, 24/7 უწყვეტი/მომენტალური სერვისები, ელექტრო სკუტერით ბარათის მიტანის მომსახურება, მობილური აპლიკაციით ყველა საბანკო ბარათის ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობა.


gbc.ge





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...


მსგავსი სიახლეები

up