ვიზა ბარათები, ინტერნეტ და მობილური ბანკინგი – კიდევ რა სიახლეებს სთავაზობს FINCA მომხმარებელს

ვიზა ბარათები, ინტერნეტ და მობილური ბანკინგი – კიდევ რა სიახლეებს სთავაზობს FINCA მომხმარებელს

person access_time2016-04-25 09:40:03

„FINCA ბანკი“ მცირე ბიზნესისთვის სესხებს გამარტივებული პირობებით გასცემს, ბიზნესგეგმისა და უმეტესად, გირაოს გარეშე. როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი აცხადებს, „FINCA ბანკი საქართველო“ სხვა ბანკებისგან სწორედ ამით გამოირჩევა. როგორ აბალანსებს ორგანიზაცია რისკებს და რას ნიშნავს SMART სერთიფიკატი, რომელიც კომპანიამ რამდენიმე ხნის წინ მოიპოვა?


„კომერსანტს“ „FINCA ბანკი საქართველოს“ ფინანსური დირექტორი, გიორგი მიროტაძე ესაუბრება:


- „ფინკა ბანკი“ პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც SMART სერთიფიკატი მოიპოვა. შედეგად, ბანკი შეუერთდა მსოფლიოს მასშტაბით, მიკროსაფინანსო სექტორის 44 ორგანიზაციას,  რომლებსაც ეს სერთიფიკატი გაჩნიათ. მოკლედ რომ განვმარტოთ, ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „FINCA ბანკი“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ნორმებს სრულიად აკმაყოფილებს.

 

-  უფრო დეტალურად განვმარტოთ რას ნიშნავს ამ სერთიფიკატის მოპოვება და რას იგებს ამით მომხმარებელი?


-  როდესაც საქმე გვაქვს სასესხო ხელშეკრულებასთან, ამ შემთხვევაში ბანკსა და კლიენტს შორის, ხშირად კლიენტისთვის, რომელსაც სპეციალური იურიდიული განათლება არ გააჩნია, რთულია მის ყველა ასპექტში სათანადოდ გარკვევა. კონკრეტულად, რთულია გაერკვეს, მისი უფლებები რამდენად კარგად არის დაცული, რითიც არაკეთილსინდისიერმა ფინანსურმა ინსიტუტმა შეიძლება ისარგებლოს. საერთოდ, საბანკო პროდუქტების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საწყის დონეზე, ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ხოლო ეგრეთ-წოდებული SMART პრინციპების დაცვა დამატებით უზრუნველყოფს მსოფლიოში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებას. კერძოდ, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილია კლიენტების უფლებების მაქსიმალური დაცვა და მომსახურების პირობების სრული გამჭვირვალობა. ხოლო შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ეს სერთიფიკატი ნიშნავს, რომ „FINCA ბანკი საქართველო“ არის დამოუკიდებელი მხარის მიერ შეფასებული, როგორც კლიენტების უფლებების დამცველი. ანუ „FINCA ბანკის“ მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ყველა პროდუქტი თუ მომსახურება, მის ყველა ასპექტში თანხვედრაშია SMART პრინციპებთან, რაც დამატებით კომფორტს უქმნის ჩვენს მომხმარებელს რათა მათი ინტერესები მაღალ დონეზე იქნეს დაცული.


- თქვენ ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე მუშაობთ. ამ დროის განმავლობაში, რაც ქართულ ბაზარზე ხართ წარმოდგენილი, რა ძირითად პრობლემებს ხედავთ ამ სფეროში?


- „FINCA ბანკი საქართველო“, წარსულში „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო“ , ჩვენ ქვეყანაში მუშაობს 1998 წლიდან, და ცხადია ყოველ ეტაპზე არსებობდა პრობლემები, რომლებიც თანდათანობით მოგვარდა, ან მოგვარების პროცესშია. მოგვარებულ პრობლემათა შორის პირელ რიგში დავასახელებ ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური მყარი ბაზის არსებობას, რომელიც განაგრძობს განვითარებას და ახალ მოთხოვნებზე მორგებას, აგრეთვე სახელმწიფო სერვისებისა და სავალდებულო ინფრასტუქტურის გამართულ მუშაობას, საკრედიტო ბიუროს არსებობას, აგრო-დაზღვევის პროდუქტის ბაზარზე შემოსვლას, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ბანკომატების ქსელის ქვეყნის ტერიტორიის კარგ დაფარვას.


 

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე პრობლემად რჩება მცირე მეწარმეების მიერ საბუღალტრო ჩანაწერების არასათანადო წარმოება და უფრო ფართოდ, ბიზნეს და ტექნიკური განათლების დაბალი დონე. მაღალი ხარისხის საბუღალტრო ჩანაწერები ძალიან გაამარტივებდა დაკრედიტების პროცესს, ისევე როგორც თვით მეწარმის მიერ ბიზნესის წარმართვას.

 

- არის ისეთი შემთვევები, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არ აქვთ სწორად დაგეგმილი თავიანთი ბიზნესი, მათ არ გააჩნიათ ბიზნესგეგმა, რაც შემდგომში მათი ბიზნესის სწორად განვითარებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით თუ შეგიმჩნევიათ პრობლემები ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესში?


-  ცხადია, როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავსი პრობლემა არსებობს, თუმცა „FINCA“-ს ბიზნეს მოდელი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მომსახურების პირობები მაქსიმალურად არის გამარტივებული და ბიზნეს გეგმის და მსგავსი, გართულებული მოთხოვნების წაყენება კლიენტების მიმართ არ ხდება. სწორედ „FINCA“–ს 30-წლიანი გამოცდილების წყალობით მსოფლიოს 23 ქვეყანაში, მცირე მეწარმის საჭიროებების გათვალისწინება მაქსიმალურად არის შესაძლებელი და უპირატესობა ენიჭება საკუთარი საქმის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.


-  ეს თქვენს რისკებს არ ზრდის?

 

-  „ფინკა“ ამგვარ რისკებს საკუთარი კომპეტენციისა და გამოცდილების ხარჯზე ამცირებს, რომელიც წლების მანძილზე გროვდებოდა. თუ ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტი ითხოვს მყარ გირაოს, უძრავი ქონების, ავტომანქანის ან ოქროს სახით, ჩვენ ამგვარ გირაოს ნაკლებად მივმართავთ. ძირითადი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მომხმარებელი არ აღმოჩნდეს ჭარბვალიანობის მდგომარეობაში, ანუ როდესაც მისი შემოსავლები არსებული სესხის დაფარვას ვერ უზრუნველყოფს, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობიანი ფინანსური მომსახურების ერთ-ერთ ქვაკუთხედს.

 

- ბანკები ხშირად უკან იხევენ ხოლმე სესხის გაცემის დროს აგრომიმართულებით. მიზეზად კი მაღალი რისკები სახელდება. ამ შემთხვევაში თქვენი პრაქტიკა როგორია?


- ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ წვრილ მეწარმეებთან სწორედ სოფლის მეურნეობის სფეროში. საუბარია ისეთ წვრილ მეწარმეებზეც, რომლებსაც ყავთ მხოლოდ რამდენიმე ერთეული საქონელი ან აქვთ მცირე მიწის ნაკვეთი. ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ ბანკი ამ შემთხვევაში ძალიან დიდ რისკებს იღებს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს წვრილი მეწარმეები ძალიან კარგად თანამშრომლობენ ბანკთან და კეთილსინდისიერად აბრუნებენ სესხებს. კონკრეტულად, ჩვენი კლიენტების დაახლოებით ნახევარი დასაქმებულია სწორედ სასოფლო სამეურნეო სფეროში.


- თქვენი გეგმების შესახებაც მოგვიყევით. რა გეგმები გაქვთ უახლოესი პერიოდისთვის?


-  უახლოეს პერიოდში, ვაპირებთ მომხმარებელს შევთავაზოთ სრული საბანკო მომსახურების პაკეტი, ანუ გვექნება ვიზა ბარათები, მათზე მიბმული კლიენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საბანკო პროდუქტებით. აგრეთვე გვექნება ინტერნეტ და მობილური ბანკინგი და მრავალი სხვა საბანკო პროდუქტი. აგრეთვე ჩვენ 2015 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ მოსახლეობისგან ანაბრების მოზიდვაზე საკმაოდ მიმზიდველი და კონკურენტული პირობებით. მინდა ვაღიარო, რომ მოზიდული ანაბრების მოცულობამ ჩვენ მოლოდინს გადააჭარბა და ამ მიმართულებით ბანკი კიდევ უფრო გააქტიურდება უახლოეს მომავალში.


-  რადგან დეპოზიტები ახსენეთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე, რომელიც საქართველოში ახლა მუშავდება. ემხრობით თუ არა ამ სისტემის შემოღებას?

 

- ძალიან დადებითად ვუყურებთ ამას. ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციისა და მთავრობის ინიციატივა, რაც ევროკავშირთან ასოცირების საკითხებსაც უკავშირდება. ჩვენ ვართ მუშა ჯგუფში ჩართული სხვა ბანკებთან ერთად. ჯერჯერობით მიმდინარეობს სხვადასხვა ალტერნატივების განხილვა, რაშიც „FINCA ბანკი საქართველო“ აქტიურად არის ჩართული და ჩვენის მხრივ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ინიციატივას. 



ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია
access_time2021-02-25 17:00:22
3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მეორე დღეს მუშაობის განახლება მათთვის შეუძლებელია. „მეტრო ჯორჯია“ ადასტურებენ იმას, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან,...

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....


მსგავსი სიახლეები

up