„მთავრობა სპა ცენტრების მუშაობის პრინციპზე ვერ ჩამოყალიბდა„ - ჭრელი აბანოს გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

„მთავრობა სპა ცენტრების მუშაობის პრინციპზე ვერ ჩამოყალიბდა„ - ჭრელი აბანოს გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

access_time2021-03-10 12:30:52

თბილისის ცენტრში მდებარე ტურისტულ ობიექტებს შორის აბანოების ბედი ამ ეტაპზე ყველაზე ბუნდოვანია. ჭრელი აბანოსთვის ერთი წლით გაჩერება ყველა თანამშრომლისთვის ხელშეკრულების გაწყვეტითა და აუზების დაცლით დასრულდა. „ჭრელი აბანო და სპა“-ს  აღმასრულებელი დირექტორი ჯაბა მამაცაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ამჟამად სექტორს ფაქტობრივად ნულიდან დაწყება  მოუწევს, თუმცა როდის და როგორ, ამაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ. რაც შეეხება 5000 ლარიან სუბსიდირებას, მისივე თქმით ამ ბიზნესს მსგავსი დახმარება არ შეხებია.

 

„ერთი წელია „ჭრელი აბანო“ გაჩერებულია, ახლა სავარაუდოდ სუბსიდირებაც არ გვეხება, თუმცა 5000 ლარიც არაფერია. სპა სექტორი არც სასტუმრო მიმართულება ვართ და არც რესტორანი, შესაბამისად ვერ ჩამოყალიბდნენ მთავრობაში ამ საკითხზე.  მომავალში რა და როგორ შეიცვლება, ამაზე ერთი წელია პასუხს ვერ გვცემენ.


აბანოებს ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს - ჩვენთან ცოტა რთულადაა საქმე და აგიხსნით რატომ: წყალი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ძალიან „აგრესიული“, სჭირდება ყურადღების მიქცევა, რადგან ეს ბუნებრივი წიაღისეულია და ონკანიდან არ მოდის, რომ დავკეტოთ. წყალი გეიზერული სისტემით ამოდის და ძრავებით კონტროლდება, ამისთვის მთელ რიგ ტექნიკურ სამუშაოებს  ვატარებთ და ტექნიკური კადრები გვყავს.  წყალზე ცალკე გადასახადი გვაქვს, რომელსაც GWP-ს ვუხდით. ამის გარდა, ვიხდით უამრავ გადასახადს, არანაირი შეღავათი არ გვქონია - შემოსავალი კი ნული. ამ ეტაპზე სხვა ყველა თანამშრომელთან გავწყვიტეთ ხელშეკრულება და ვეღარავის ვუხდით ხელფასებს,“ - განმარტავს ჯაბა მამაცაშვილი.


ერთი წლის მანძილზე აბანოები ცდილობდნენ გახსნის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას, „ჭრელი აბანო“ 2 დღით გაიხსნა კიდეც, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა კვლავ გადაიფიქრეს და ობიექტი ისევ დაიხურა.



„სამთავრობო ცხელ ხაზზე არ იციან რა პასუხები გაგვცენ, ბიზნესომბუდსმენი ძალიან არაკომპეტენტურია მთელი 1 წლის განმავლობაში. გვეტყოდნენ, რომ გახსნის უფლება გვაქვს, მოგვაყვანინებდნენ თანამშრომლებს, დაგვალაგებინებდნენ სივრცეს, მეორე დღეს გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გავიხსნებოდით. ერთხელ, ორი დღე ვიმუშავეთ, ბიზნესომბუდსმენმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, მაგრამ მესამე დღეს ბოდიშებით ისევ გვაიძულეს დახურვა.


სტუმრებს ისე უნდათ აბანოში შემოსვლა, 24 საათში 600 ლარი იყო ხოლმე შემოსული. უკვე მოდიან უცხოელებიც, კიევიდანაც გვყავდა სტუმარი, მაგრამ კარის მიხურვა მოგვიწია. წყალიც დაკეტილი გვაქვს და აუზები დაცლილია.


ყველაზე რთული სიტუაცია ჩვენ გვაქვს, ვართ ქალაქის ცენტრში, თბილისის გულში და ტურისტებზე მორგებული უნდა ვიყოთ, თუმცა რა ტურისტზეა საუბარი. ბოლო პერიოდში ვცდილობთ, რომ დავნერგოთ ქალაქში ეს კულტურა და თბილისელებმაც იარონ აბანოში, შესაბამისად გარკვეული ძვრები იყო ბოლო წლებში და აღადგინეს ქალაქელებმა ძველი ტრადიციები,“ - ამბობს ჯაბა მამაცაშვილი.


შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საცურაო აუზები, ისევე როგორც სპორტდარბაზები, 15 მარტიდან იხსნება.


მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up