ვიწყებთ ღია, საჯარო დაუმორჩილებლობას და არ შეგვეწყვიტთ საქმიანობას - რეფორმერის ფიტნეს-ცენტრი

ვიწყებთ ღია, საჯარო დაუმორჩილებლობას და არ შეგვეწყვიტთ საქმიანობას - რეფორმერის ფიტნეს-ცენტრი

access_time2020-11-29 10:50:05

რეფორმერის ფიტნესის გუნდი დაუმორჩილებლობას უცხადებს სახელმწიფოს და ამის შესახბ თავიან ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებენ, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:

„„რეფორმერ-ფიტნესის გუნდი წარმოადგენს თავისუფალი, პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობას, გუნდს რომელსაც სჯერა, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე კაცობრიობისთვის.

ჩვენ შეგვეძლო გვეპოვა ხვრელი კანონმდებლობაში და გვერდის ავლით გაგვეგრძელებინა საქმიანობა, რისი უნარიც ნამდვილად გვაქვს, მაგრამ რადგანაც ეს უსამართლობა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და შედეგად ყველა უფრო და უფრო ვღარიბდებით, ჩავთვალეთ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც უფრო მეტად ვღარიბდებით მით უფრო მცირე რესურსი გვრჩება ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობასა და განათლებაზე ზრუნვისთვის, ამიტომ

გადავწყვიტეთ დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა და არ შეგვეწყვიტა საქმიანობა...

მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სისტემა არარის მზად ვირუსთან საბრძოლველად (თითქოს ეს ან მოქალაქეების ან მეწარმეების ბრალია) და ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უნდა გავწიროთ სიღარიბისთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დაკარგულ სიცოცხლეს.

ჩვენ, როგორც ბიზნესს კარგად გვაქვს გააზრებული ის ფინანსური და სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს ამ წინააღმდეგობას, თუმცა ამის მიუხედავად არ ვაპირებთ გაჩერებას.


შრომა არასდროს ყოფილა არც სირცხვილი და არც კრიმინალი.

ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების გადამხდელთა ფულით ჩვენი ბიზნესის სუბსიდირებას, არც საბანკო სესხების პროცენტების თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების ფასების ხელოვნურ მართვას მთავრობის მიერ, არც სასესხო ვალდებულებების გაუქმებას, ჩვენ არ გვსურს სხვის ხარჯზე ცხოვრება.

ჩვენი დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია იმისკენ, რომ როგორც ჩვენი სფეროს კომპანიებს, ასევე ეკონომიკის სხვა ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს, უკლებლივ ყველას დაუყოვნებლივ მიეცეს თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება და საშუალება, გაიხსნას ქვეყნის საზღვრები და დაიწყოს თავისუფალი ეკონომიკური პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, კერძო საკუთრების და პიროვნების უფლება იყოს გარანტირებული.

ხოლო იმისთვის, რომ ეკონომიკა სწრაფად გაიმართოს წელში საჭიროა:

საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას. - ილია ჭავჭავაძე.

წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ.“ - წერს ფიტნეს-ცენტრი


თეგები:
რეფორმერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up