“ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში - კახა კოჟორიძე”

“ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში - კახა კოჟორიძე”

access_time2018-08-16 16:59:37

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკური მრჩეველი და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში. შეხვედრა თავმჯდომარეობის კანდიდატის კრიტერიუმებსა და შერჩევის პროცესის განხილვას დაეთმო. მხარეებმა განიხილეს კანდიდატურის შერჩევის რამდენიმე მოდელი.

მოვისმინეთ მათი ხედვები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მართლმსაჯულების სისტემას უდგას დღის წესრიგში; ასევე, მათი ხედვები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება უკეთესად წარიმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების პროცესი. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ განაგრძონ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა, მათ შორის, კანდიდატების დასახელებისა და მათი მხარდაჭერის პროცესში, და ეს შეხვედრები, როგორც იცით, გაგრძელდება მომავალ კვირასაც. ჩვენ ვფიქრობთ ბევრ მოდელზე. უახლოეს დღეებში მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ამ მოდელებიდან რომელს მივიჩნევთ, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო სწორად შექმნილ სიტუაციაში. ეს იქნება კონკურსი, თუ ეს იქნება სხვა გზა და მეთოდი, ამას გეტყვით მოგვიანებით,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

პრეზიდენტის მრჩეველმა კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, კონსულტაციის ნებისმიერ ეტაპზე შედგეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც. „გასაგებია, რომ ქართული ოცნების მხრიდან არის დიდი ინტერესი ამ პროცესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს შეთავაზებას ქართული ოცნება- სთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მიუხედავად მათი უარისა, კვლავ მზად ვართ შევხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკურსთან და რაიმე სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც საზოგადოების მაღალი ჩართულობით, მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, და ვფიქრობ და ვიტოვებ იმედს, რომ ეს შეხვედრები თანამშრომლობით გაგრძელდება, მიუხედავად მათი უარისა, და ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში,“ - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.


 

შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კვლავ გაგრძელდება. ფართო კონსულტაციების ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული ეს უკვე რიგით მეხუთე შეხვედრაა.





ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up