ვითიბის Visa Debit ბარათი – გაანაღდე უფასოდ საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან

ვითიბის Visa Debit ბარათი – გაანაღდე უფასოდ საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან

access_time2021-08-06 10:55:46

გაანაღდე ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდ, აიღე სესხი, მათ შორის თუკი თვითდასაქმებული ხარ და დააგროვე ნებისმიერი გადახდისას ფული - „ვითიბი ბანკის“ ახალი, მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული პროდუქტით - Visa Debit. სწორედ ასე ჰქვია ბარათს, რომელიც მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. საკითხზე „კომერსანტთან“ ვითიბი ბანკის საბარათე ბიზნესის მიმართულების უფროსი, ანრი გოქსაძე საუბრობს. იგი გვიყვება, რომ Visa Debit ბარათს აქვს ისეთი მახასიათებელი, რომელიც სხვა ბანკების, მსგავსი ტიპის ბარათებს არ აქვს - Visa Debit-ის საშუალებით საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკომატში თანხის განაღდება უფასოდაა შესაძლებელი. როგორც ანრი გოქსაძე ამბობს, ვითიბი ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც Visa-ს პროდუქტი რეგიონში დანერგა.


„დღესდღეობით ყველა ბანკი ცდილობს, რომ თავის საბარათე პროდუქტები მაქსიმალურად, ყველა ფუნქციით იყოს დატვირთული. მაშინ, როცა ქვეყანაში საბანკო სექტორი ძალიან განვითარებულია, რთულია შენ ბარათს ისეთი გამორჩეული ფუნქცია ჰქონდეს, როგორი მახასიათებელიც სხვას არ ექნება. ამიტომ, თითქმის ყველა ბანკის ბარათი ერთმანეთის მსგავსია. ამ მიმართულებით ჩვენი პროდუქტი იმითაა გამორჩეული, რომ Visa Debit ბარათს შეუძლია ყველაფერი, რაც სხვა ბანკის ბარათს , აქვს როგორც 3D უსაფრთხოების სერვისი ინტერნეტში უსაფრთხო გადახდებისათვის, ასევე კონტაქტური და უკონტაქტო ჩიპი, შესაძლებელია ბარათის Apple Pay-ის ელექტრონულ საფულეში დამატება, ინტერნეტ მობაილ ბანკით სარგებლობა, SMS სერვისი, თუმცა დამატებით აქვს ეს ერთი კომპონენტი, რომელიც სხვებს არ აქვს და გამორჩეულს ხდის Visa Debit-ს. ეს არის თანხის უპროცენტო განაღდება, საქართველოში არსებულ ნებისმიერი ბანკომატიდან“.


ბარათის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაზეც ანრი გოქსაძე ყურადღებას ამახვილებს არის ის, რომ Visa Debit-ის მფლობელ თვითდასაქმებულებს, რომელთაც შემოსავალი ბანკში არ უფიქსირდებათ, სესხის დამტკიცება გამარტივებული პირობებით შეუძლიათ.



„ბაზარზე არის ძალიან ბევრი ისეთი მომხმარებელი, რომელიც შემოსავალს ხელზე იღებს, ხელფასი მათ საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებათ. ასეთი კლიენტებისთვის ძალიან რთული იყო სესხის აღება, რადგან თავიანთ შემოსავალს ვერ ადასტურებდნენ. ეს პროდუქტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თვითდასაქმებულმა აიღოს Visa Debit-ი, შემოიტანოს თანხა ყოველთვიურად, შემდეგ კი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ბანკომატიდან უპროცენტოდ გაიტანოს. შესაბამისად, შემოსავალი მის ანგარიშზე დაფიქსირდება, რაც ჩვენ ბანკში სესხის აღების პროცედურას გაამარტივებს“, - .


ბარათის კიდევ ერთი მთავარი ბენეფიტი, როგორც ანრი გოქსაძე ამბობს, ის არის, რომ ნებისმიერ გადახდაზე, იქნება ეს ინტერნეტ თუ POS ტერმინალით გადახდა, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ვითიბი ბანკი Visa Debit ბარათის მომხმარებელს თითოეული გადახდის 0.25 %-ს, ქეშბექს დაუბრუნებს.


„გარდა იმისა, რომ კლიენტს შეუძლია თანხა ნებისმიერ ბანკომატში უფასოდ გაანაღდოს და ხარჯი არ ჰქონდეს, აქვს შესაძლებლობა ეს პროდუქტი თავისთვის მომგებიანი გახადოს. დააგროვოს ქეშბექ თანხა და შემდეგ ერთიანად გაანაღდოს. აღსანიშნავია, რომ ქეშბექის განაღდების სისტემაც სხვა ბანკებისგან განსხვავებული გვაქვს. არ გვაქვს ქულები და პარტნიორ ობიექტებში ქულების განაღდების ვალდებულება, ჩვენ ვაბრუნებთ პირდაპირ ფულს, რომლის გადარიცხვაც მომხარებელს თავის ანგარიშზე შეუძლია“, .


ვითიბი ბანკის საბარათე ბიზნესის მიმართულების უფროსი აცხადებს, რომ რამდენადაც მარტივია პროდუქტი, იმდენად მარტივად მიიღებს მომხმარებელი მას, როგორც ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით, ასევე დისტანციურად, საიტიდან www.vtb.ge. მეტიც, დისტანციურად ბარათის შეკვეთის შემთხვევაში, ბარათის დამზადებისა და თბილისის მასტაბით ადგილზე მიტანის საფასურს არ გადაიხდით. სწორედ ამიტომ, Visa Debit ბარათის შექმნის მიზანიც, მისი კომფორტულობა და მომხმარებელთა მოთხოვნებზე ორიენტირებულობა იყო.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up