„ვითიბის“ გზა „გაერთიანებული ქართული ბანკიდან“ სანქცირებულთა სიამდე

„ვითიბის“ გზა „გაერთიანებული ქართული ბანკიდან“ სანქცირებულთა სიამდე

access_time2022-05-11 11:00:46

საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი წლების განმავლობაში არაერთი ცვლილების მომსწრეა. დღეს უკვე 14 ბანკით წარმოდგენილი სექტორი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნის კომერციული ბანკების შვილობილ ფილიალებს მოიცავდა, მაგრამ მათი ნაწილი საქართველოს ბაზარს განსხვავებული მიზეზების გამო ტოვებდა.


თუმცა, მათ შორის სანქცირებული ბანკის სტატუსი არცერთ მათგანს არ ჰქონია. გამონაკლისი „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აღმოჩნდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა და თავისი სასესხო პორტფელის გასხვისება მოუხდა.


რუსეთის ქმედებების გამო ამერიკის სანქციებში „ვითიბი ბანკი“ პირველად არ მოხვედრილა. ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს, ის იმ კომპანიების სიაში იყო, რომელსაც ამერიკამ ყირიმში რუსეთის ქმედებების გამო სანქციები დაუწესა. მაშინ „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე ამბობდა, რომ აშშ-ის მიერ მათი დედა კომპანიის მიმართ სანქციების სიის გაფართოებას საქართველოში ბანკის წარმომადგენლობაზე, ისევე როგორც მის კლიენტებზე, გავლენა არ ექნებოდა. ასეც მოხდა... მაგრამ 7 წლის შემდეგ მოვლენები უფრო ცუდი სცენარით განმეორდა.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

 

რუსეთის სახელმწიფო ბანკისა და  ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით 1990 წლის ოქტომბერში საგარეო ვაჭრობის ბანკი (Внешторгбанк) შეიქმნა. ბანკი რუსეთის საგარეო ეკონომიკური ოპერაციების მომსახურეობისა და ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დაარსდა.


ბანკის დაარსებიდან 15 წლის შემდეგ, უკვე საქართველოში სს „გაერთიანებული ქართული ბანკი“ რუსული წარმოშობის ფინანსური ჯგუფის „ვითიბის“ წევრი გახდა. 2006 წლის 1 ოქტომბერს კი ბანკს სახელწოდებაც შეეცვალა და სს „ვითიბი ბანკად“ გარდაიქმნა. აქციონერთა კრებაზე ბანკის საკონტროლო პაკეტის მფლობელის „ვნეშტორბანკის“ ამ გადაწყვეტილების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზაზა სიორიძემ განაცხადა. საფირმო სახელწოდების შეცვლის შემდეგ იყო ბანკის წმინდა მოგების 7.3 მლნ ლარამდე და აქტივების მოცულობის 470.4 მლნ ლარამდე გაზრდა.


მაშინ ყველა საუბრობდა დიდი გარიგების შესახებ, რომ „ვითიბი“ „ვნეშტორბანკს“ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა მიჰყიდა. ჩხარტიშვილი შევარდნაძის მთავრობის დროინდელი ერთ–ერთი ჩინოვნიკი იყო, სწორედ მის, ზაზა სიორიძის და „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სახელს უკავშირდება ყბადარებული საბჭოთა ანაბრების გახმაურებული სკანდალიც.


ანაბრების გარდა, ბანკთან არაერთი შავბნელი წარსული ასოცირდება, მათ შორის ფულის გათეთრების ტრანზაქციები და დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან მჭიდრო კავშირი. „ვითიბი ბანკის“ რუსული სათაო ოფისის ოფიციალურ ვებ-გვერდიდან ვგებულობთ, რომ სერგეი გავრილოვი დღემდე ბანკის აქციონერთა საკონსულტაციო საბჭოს წევრია.

 

აღზევების პერიოდი

 

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ წლებთან ერთად მოიპოვებდა წარმატებას და პოპულარობას. საქართველოს ყველაზე მომგებიანი სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებში ის აქტიურად ხვდებოდა ტოპ ბანკებში, გამონაკლისი მხოლოდ პანდემიური წელი იყო.


მაგალითად, 2017 წელს ბანკის წმინდა მოგება 32.4 მლნ. ლარით განისაზღვრა და სექტორის ხუთეულში მოხვდა, მაშინ როდესაც მთლიანობაში საბანკო სისტემამ 2017 წელი 870 მლნ. ლარის მოგებით დაასრულა.



2018 წელს „ვითიბი ბანკის“ წმინდა მოგებამ 26 მლნ. ლარს გადააჭარბა, 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით კი თითქმის 30 მლნ. ლარს გაუტოლდა.


საბანკო სექტორისთვის ზარალიანი აღმოჩნდა პანდემიის პირველი წელი, თუ 2019 წელს კომერციული ბანკების მიერ გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი წმინდა მოგება 953.3 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020 წელს ის 99.3 მლნ იყო. გამონაკლისი არც „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აღმოჩნდა, მან 2020 წელი 14,776,340 ლარის ზარალით დაასრულა.


მომდევნო წელს კი ყველაფერი შეიცვალა, 2021 წელს საქართველოში მოქმედმა 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ 37,829,667 ლარის წმინდა მოგებით მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

 

სანქცირებულთა სიაში

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა სახელმწიფოებმა ოკუპანტ ქვეყანას მიმდინარე წლის 25 თებერვალს ფინანსური სანქციები დაუწესა. „ვითიბი ბანკის ჯგუფიც“ იმ რუსული კომპანიების სიაში მოხვდა, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკული სანქციები ამოქმედდა. სიაშია „ვითიბი ბანკი“ და მისი 20 შვილობილი კომპანიაა, მათ შორის სანქცია შეეხო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ბანკის VTB-ის შვილობილსაც, რომელსაც აშშ-ის საფინანსო სისტემის გავლით ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესრულება აეკრძალა. თუმცა, მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, საქართველოში ამ ფაქტს მოვლენათა არათანმიმდევრული განვითარება მოჰყვა.


მივყვეთ ქრონოლოგიას:


25 თებერვალი - სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული განცხადებით, ის არის ერთ-ერთი ლიდერი ბანკი საქართველოში და ბანკებს შორის, საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას.


25 თებერვალი - „ვითიბი ბანკის ჯორჯიას“ განცხადებიდან ერთ საათში ეროვნულმა ბანკმა განმარტა, რომ ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები. გარდა ამისა, სებ განაგრძობდა დაკვირვებას და მზად იყო „საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები“.


27 თებერვალი - „ვითიბი ბანკმა“ საცალო პორტფელი „ბაზისბანკზე“ გაასხვისა.


3 მარტი - „ლიბერთი ბანკმა“ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი გადაიბარა.


10 მარტი - „ბაზისბანკის“ განცხადებით, „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის სრულად გადმობარების შემდეგ, ამჯერად, შეთანხმება მსხვილი ბიზნეს პორტფელის ნაწილის მიგრაციის შესახებ შედგა.


1 აპრილი - „ლიბერთი ბანკმა“ დაასრულა „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ოქროს ლომბარდის მიგრაციის პროცესი და 10 ათასზე მეტ მომხმარებელს მისი ფილიალები მოემსახურება.


საკრედიტო პორტფელების მიგრაციას, „ვითიბი ბანკის“ თანამშრომლების სხვადასხვა ბანკებში გადასვლა მოჰყვა.


ამის შემდეგ იყო ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების პირველი კვარტლის ანგარიშგებების გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც „ვითიბის“ ზარალმა 24,192,626 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოგება 5,142,650 ლარი იყო. პორტფელის გასხვისების შემდეგ „ვითიბი“ ბანკის მთლიანი აქტივები მხოლოდ 501,959,297 ლარს შეადგენს (2021 წლის I კვარტალში 2,112,702,186 ლარი იყო). 2022 წლის I კვარტალში ბანკს მხოლოდ 346,616,573 ლარის მთლიანი სესხები აქვს დარჩენილი (2021 წლის I კვარტალში 1,457,070,632 ლარი იყო), მაშინ როდესაც გასულ კვარტლებში ის ტოპ 5-ში შედიოდა. მთლიანი სესხების კლების ტემპმა 77. 66% შეადგინა.


დღეს უკვე აქტიურად საუბრობენ როგორც ეროვნულ ბანკში ასევე „ბანკების ასოციაციაში“ „ვითიბი ბანკის“ ინვესტორებით დაინტერესების შესახებ, თუმცა ერთადერთი სანქცირებული ბანკი საქართველოში შეზღუდული ტრანსაქციებით და მომსახურებებით აგრძელებს ფუნქციონირებას და ჯერჯერობით ლიცენზიასაც ინარჩუნებს.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ვითიბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up