ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი.
2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის ზარალმა 26,095,611 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მოგებაზე გავიდა და მისი წმინდა მოგება 1,505,511 ლარი იყო.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში „ვითიბი“ ბანკის მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა 66,629,453 ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა არასაპროცენტო შემოსავლებმა 17,162,983 ლარი.
2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,779,907,405 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 1,585,143,719 ლარი შეადგინა.
ნინო თამაზაშვილი