ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან „ბაზისბანკთან“ შედარებით 6,468,972 ლარით მეტი შეადგინა.
„ვითიბი“ ბანკი
2020 წლის I კვარტალში „ვითიბი“ ბანკის საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 29,228,949 ლარი შეადგინა, აქედან ლარში 19,887,325, ხოლო უცხოურ ვალუტაში 9,341,624 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში „ვითიბი“ ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 27,368,092 ლარს გაუტოლდა.
„ბაზისბანკი“
„ბაზისბანკის“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 2020 წლის I კვარტალში 22,759,977 ლარი შეადგინა, საიდანაც 12,693,230 ლარში, ხოლო 10,066,747 უცხოურ ვალუტაში იყო დედომინირებული. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შესაბამის პერიოდში „ბაზისბანკის“ საპროცენტო შემოსავლებმა სესხებიდან 20,702,793 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის I კვარტალში მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა „ვითიბი“ ბანკის შემთხვევაში 33,263,714 ლარი, ხოლო „ბაზისბანკის“ შემთხვევაში 29,502,445 ლარი შეადგინა.
ნინო თამაზაშვილი