ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან „ბაზისბანკთან“ შედარებით 37,524,711 ლარით მეტი შეადგინა.
„ვითიბი“ ბანკი
2021 წლის III კვარტალში „ვითიბი“ ბანკის საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 114,824,670 ლარი შეადგინა, აქედან ლარში 84,370,124, ხოლო უცხოურ ვალუტაში 30,454,546 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში „ვითიბი“ ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 89,264,442 ლარს გაუტოლდა.
„ბაზისბანკი“
„ბაზისბანკის“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 2021 წლის III კვარტალში 77,299,959 ლარი შეადგინა, საიდანაც 45,963,634 ლარში, ხოლო 31,336,325 უცხოურ ვალუტაში იყო დედომინირებული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შესაბამის პერიოდში „ბაზისბანკის“ საპროცენტო შემოსავლებმა სესხებიდან 69,860,276 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის III კვარტალში მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა „ვითიბი“ ბანკის შემთხვევაში 129,976,670 ლარი, ხოლო „ბაზისბანკის“ შემთხვევაში 95,088,845 ლარი შეადგინა.