ვითიბი ბანკის მხარდაჭერით  ინტენსიური ვაშლის ბაღები  გაშენდა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა

access_time2020-10-30 12:37:28

ვითიბი ბანკმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში  100 000 ლარით დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 66 თვის განმავლობაში სესხზე წლიური 11%-ის დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით 5 000 ნერგის შეძენა  იტალიაში განხორციელდა, რაც პირველი მოსავლის 2 წელიწადში მიღების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო 4 -5 წელიწადში ბაღის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 40-50 ტონამდე გაიზრდება. ვაშლის რეალიზაცია, ძირითადად, საქართველოში არსებულ  საცალო ქსელში მოხდება. ასევე შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ვითიბი ბანკის 35 000 ლარიანი აგრო კრედიტით კლიენტმა შეიძინა ტრაქტორი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახორციელებს  საკუთარი ნაკვეთების მოვლა-დამუშავებას.


ვაშლის ბაღების გარდა 28 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში კომბოსტოს, ბულგარული წიწაკის, პომიდვრის, ხახვის და ქლიავის მოყვანა ხდება.



ვითიბი ბანკი 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მეწარმე ბესიკ ბალიაშვილთან, სწორედ მას ეკუთვნის ზემოთ აღნიშნული ფერმერული მეურნეობა შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ რუისში, ამჯერად ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღის გასაშენებლად და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად  შედგა. მოხარულები ვართ, რომ აგრო სექტორში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.


საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ვაშლზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ასევე ქართულ ვაშლს გააჩნია დიდი საექსპორტო პოტენციალი, შესაბამისად სწორედ ამ კულტურის გაშენება გადავწვიტე. ვითიბი ბანკთან წლებია ვთანამშრომლობ, ვფიქრობ ძალიან მნიშნელოვანია ბანკის მხრიდან მუდმივი და სტაბილური მხარდაჭერა, ეს  ბიზნესის განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა - განაცხადა მეწარმე ბესიკ ბალიაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up