ვითიბი ბანკის დაფინანსებით საქართველოში ამერიკული მარცვლეულის იმპორტი განხორციელდა

ვითიბი ბანკის დაფინანსებით საქართველოში ამერიკული მარცვლეულის იმპორტი განხორციელდა

access_time2020-12-28 16:14:36

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 27000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლისა და 4000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული სოიოს შროტის იმპორტი განხორციელდა.


აღნიშნული შესაძლებელი გახდა შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალსა“ და ამერიკულ კომპანია Land O’lakes შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც, ფოთში შემოვიდა ამერიკული საქონლით დატვირთული გემი.


ამერიკული ხორბლის იმპორტი საქართველოში, შესაძლებლობას მისცემს წისქვილ-კომბინატებს, საბაზრო ფასად შეიძინონ და გადაამუშავონ მაღალი ხარისხის ხორბალი.


ამერიკული ხორბლის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს დახმარების პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამიდან მიღებული თანხები მოხმარდება საქართველოში ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერასა და დაფინანსებას.



აღსანიშნავია რომ, ვითიბი ბანკის სრული დაფინანსებით, წელს, 2004 წლის შემდეგ, ამერიკული მაღალი ხარისხის ხორბლის საქართველოში იმპორტი მეორეჯერ განხორციელდა. პირველად ანალოგიური ტრანზაქცია, ბანკის ფინანური მხარდაჭერით, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალსა“ და ამერიკულ მხარეს შორის 2019 წელს შედგა.




მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის პარტნიორობით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტი უკვე მეორეჯერ განხორციელდა. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ შეთანხმება მხარეებს შორის კვლავ წარმატებით დასრულდება და საქართველოში კიდევ შემოვა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი - განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესისი დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ.


„ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა - აღნიშნული პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია ხორბლის საიმპორტო წყაროების დივერსიფიცირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, რეგიონალურ ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, არსებობს ხორბლის მოწოდების შეზღუდვის მოლოდინი.



უკვე მეორე წელია, ვითიბი ბანკი და კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ თანამშრომლობენ ამ მიმართულებთ, მთლიანი ჯაჭვის დაფინანსება ხდება სავაჭრო დაფინანსების ფარგლებში, რაც გაცილებით ამარტივებს აშშ-დან საქონლის შემოტანას და გაყიდვის პროცესს.



მნიშვნელოვანია რომ, ხორბლის გაყიდვებიდან მიღებული თანხები, მოხმარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს. გვსურს, მადლობა გადაუხადოთ ამ გარიგებაში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის აშშ-ს და საქართველოს მთავრობებს და აშშ-ს საელჩოს საქართველოში.



(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up