“ვითიბი ბანკის“ და “საქართველოს ბანკის“ ტოპ მენეჯერების პასუხი “კომერსანტს“ 10 წლის ბიჭის წერილთან დაკავშირებით

“ვითიბი ბანკის“ და “საქართველოს ბანკის“ ტოპ მენეჯერების პასუხი “კომერსანტს“ 10 წლის ბიჭის წერილთან დაკავშირებით

access_time2018-11-13 17:00:00

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში“  10 წლის გრიგორ ესებუამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოზარდი ოჯახში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე წერს, მიზეზად კი „საქართველოს ბანკს“  და „ვითიბი ბანკს“  ასახელებს.  გრიგორ ესებუა   დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ოჯახს სახლიდან გამოასახლებდნენ ან მამა, ბადრი ესებუა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა.


„კომერსანტმა“ მოზარდის მიმართვა უცვლელად გამოაქვეყნა, რამდენიმე დღის შემდეგ  კი დაინტერესდა მოჰყვა თუ არა რეაგირება 10 წლის ბიჭის მიმართვას იმ კონკრეტული ადრესატების მხრიდან, რომლებსაც იგი უშუალოდ მიმართავდა.



როგორც გაირკვა ბიჭის წერილის გამოქვეყნების შემდეგ გრიგორ ესებუას მამას, ბადრი ესებუას ბანკებიდან მართლაც დაუკავშირდნენ და პირობების გადახედვა შესთავაზეს.



 ბადრი ესებუას მონათხრობით, ბანკებთან ურთიერთობის ისტორია კი ასე დაიწყო: 2013 წელს „ვითიბი ბანკიდან“  იპოთეკური სესხი 19 900 დოლარის ოდენობით გამოიტანა. მისი მტკიცებით, პრობლემაც ლარის გაუფასურების შემდეგ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს  1 აშშ დოლარის კურსი  1,65 ლარს შეადგენდა, დღეს კი 1 აშშ დოლარი ლართან მიმართებაში  2.76 კურსით ივაჭრება.  


გრიგორის მამას ფოთის პორტში აღებული ხელფასი კრედიტების დასაფარად აღარ ჰყოფნიდა, რამაც საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ოჯახს ფოთში, თამარ მეფის 71 -დან გამოსახლება  და ამ ქონების ბანკის მხრიდან გაყიდვა დაემუქრა.


დღევანდელი მონაცემებით, ოჯახს „ვითიბი ბანკის“ 16 670 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვს, რომელიც 10 წელიწადში უნდა დააბრუნოს. ამასობაში ესებუებს  „საქართველოს ბანკიდანაც“ მოუწია სესხის აღება  და დღევანდელი მდგომარეობით აღებული ვალდებულება 4900 ლარს შეადგენს. სწორედ ამ უკანასკნელმა ფინანსურმა ინსტიტუტმა დააყადაღა მათი ანგარიშები, რის შემდეგაც ბინის გაყიდვის საშიშროება  დადგა.



„2013 წლიდან 2018 წლამდე  ყოველ თვე 300 დოლარს ვიხდიდი, 18 000 დოლარი გადახდილი მაქვს „ვითიბი ბანკისთვის“, თუმცა,   ამ 300 დოლარიდან 220 დოლარი პროცენტში მიდიოდა და ამიტომ ვერ დაიფარა აქამდე. გარდა ამისა, დოლარის კურსის ზრდის გამო, სესხი ერთი ორად გაიზარდა.  იმედი მაქვს, რომ სულ თუ არა, ხალხის დახმარებით იმდენი მაინც შემიგროვდება, რომ „საქართველოს ბანკს“ გადავუხადო 4900 ლარი და ყადაღა მოვხსნა,“-აცხადებს ესებუა.


როგორც ესებუა აცხადებს, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მისმა შვილმა  წერილი გაავრცელა, „ვითიბი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ახალი პირობების შეთავაზებას განიხილავენ.


 „წერილის შემდეგ მოეგნენ ალბათ გონს და პირობების შეცვლაზე დამელაპარაკნენ. სხვათა შორის, ეროვნულ ბანკთანაც მქონდა მიწერილი  ჩვენს პრობლემებზე. ვითხოვდი, რომ რაიმე შეღავათიანი პირობები შემოეთავაზებინათ, თუმცა, უშედეგოდ. ეროვნულმა ბანკმა რჩევა მომცა, რომ 538 აშშ დოლარი, რომელიც გარღვევა იყო, დამეფარა და შემდეგ უკვე გრაფიკით გადამეხადა.  მე კი  ჩემი შრომის ანაზღაურება არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ  გრაფიკით გაწერილი თანხა დამეფარა. ეროვნულმა ბანკმა განმიცხადა, რომ ლარის კურსის გაუფასურება ჩვენი საქმე არ არის და ამაში დამნაშავე ქვეყნის ეკონომიკააო. მე უნდა გავითვალისწინო საქართველოს ეკონომიკის  მდგომარეობა და ჩემი არავის აინტერესებს. ვთავაზობდი კურსის ინდექსაციასაც, თუმცა, უშედეგოდ,“- აცხადებს ბადრი ესებუა.


საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა და მისი მოსპობის უფლება არავის აქვს, მით უფრო საფინანსო ინსტიტუტებს.  


აქედან გამომდინარე  „კომერსანტი“  აღნიშნულ ქეისში მონაწილე ორივე საფინანსო ინსტიტუტს -„საქართველოს ბანკს“ და „ვითიბი ბანკსაც“ დაუკავშირდა და მათი პირველი პირებიდან ითხოვა განმარტება. თუმცა  არც ერთ ბანკში უშუალოდ ტოპ მენეჯერებთან შეხვედრის  და გასაუბრების შესაძლებლობა არ მოგვეცა.


 „ვითიბი ბანკმა“ ელექტრონულად შემდეგი სახის კომენტარი მოგვცა:


„ბადრი  ესებუას სესხზე რესტრუქტურიზაცია 2016 წლის აპრილში გაკეთდა, ასევე მოხდა საპროცენტო განაკვეთის შემცირებაც. სესხის მაქსიმალურ ვადაზე გაწერის და პროცენტის კლების შედეგად მსესხებელს ყოველთვიური შენატანიც  შემცირდა“-განმარტავენ „ვითიბი ბანკში“.


 ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ოდენობით შეუმცირდა მსესხებელს ესებუას სესხზე  საპროცენტო განაკვეთი, „ვითიბი ბანკი“ კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით არ ასაჯაროებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს კლება ხელშესახები იყო.


მათივე განმარტებით, ბადრი ესებუას სესხი გაიწერა 10 წელზე, ანუ იმ მაქსიმალურ ვადაზე რომელიც იპოთეკური სესხის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. „ვითიბი ბანკში“ განმარტავენ, რომ მსესხებელს ესებუასთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ.


„ჩვენ  ამ მსესხებლის მიმართ  არანაირი სანქციები არ გვაქვს გამოყენებული. არც ყადაღა დაგვიდია  და არც სხვა რაიმე ღონისძიებისთვის მიგვიმართავს. პირიქით მაქსიმალურად კონსტრუქციულად მიუდექით ამ საქმეს, რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ.  კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბანკს არანაირი სანქცია არ გამოუყენებია. პირიქით,  ჩვენ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იქნა გამოყენებული იმისთვის რომ ვადაგადაცილებული სესხის დაფარვა გამხდარიყო შესაძლებელი. განმარტავენ „ვითიბი ბანკში“.


რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, ამ ეტაპზე საფინანსო ინსტიტუტი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.


კომერსანტი





მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up