ვითიბი ბანკი ჯორჯია საკრედიტო შენატანებზე გადავადების დაწესების დეტალური პირობები მომხმარებლებისთვის

ვითიბი ბანკი ჯორჯია საკრედიტო შენატანებზე გადავადების დაწესების დეტალური პირობები მომხმარებლებისთვის

access_time2020-03-14 16:00:16

 

2020 წლის 16 მარტიდან ვითიბი ბანკის ყველა მსესხებელს 3 თვით გადაუვადდება საკრედიტო შენატანებთვიანი გადავადებ ნიშნავს 2020 წლის16 მარტიდან მომდევნო 3 საკრედიტო შენატანის გადავადებას. გადავადებით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი მსესხებლის ბანკში ვიზიტი. დეტალურ ინფორმაციას გადავადებით სარგებლობის შესახებ მომხმარებლები მიიღებენ ბანკის დისტანციური არხებით.

 

ვისზე გავრცელდება გადავადება?

 

ყველა ფიზიკურ პირზე, გარდა იმ მსესხებლებისა, რომლებიც 2020 წლის 16 მარტის მდგომარეობით იმყოფებიან 45 ან მეტ დღიან ვადაგადაცილებაში.

 

რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათოპერიოდი?

● სამომხმარებლო სესხებს;

● იპოთეკურ სესხებს;

● ავტოსესხებს;

● განვადებებს;

● სალომბარდე სესხებს;

● საკრედიტო ბარათებს;

● სახელფასო ოვერდრაფტებს.

 

ფიზიკურ და ურიდიულ პირებსრომლებიცსარგებლობენ ბიზნეს სესხებით (მათ შორის აგროსესხებით) ანკი დაუკავშირდება გადავადებისინდივიდუალური პირობების შესათანხმებლად.

 

რომელ პროდუქტებს არ შეეხება შენატანების გადავადება?

 

დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხები.

 

როგორ გადანაწილდება შენატანების გადავადების პერიოდში გამოტოვებული საკრედიტო შენატანების თანხა?

 


შენატანების გადავადების პერიოდში გადაუხდელი შენატანების (როგორც ძირითადი თანხის, ასევე დარიცხული პროცენტის) გადახდა მოხდება სესხის ვადის გაგრძელების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ გადავადების პერიოდის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს არ მოუწევთ შენატანების გაზრდილი ოდენობით გადახდა. გამონაკლისს წარმოადგენს ამ პერიოდში დაგროვილი სადაზღვევო პრემიის შენატანი, რომლის გადახდა მოხდება გადავადების პერიოდის შემდეგ პირველივე შენატანთან ერთად.

 

 

 

გავრცელდება თუ არა გადავადება იმ მსესხებლებზე, რომლებიც უკვე სარგებლობენ საშეღავათო პერიოდით?  

 

ისეთ სესხებზე, რომლებზეც ამჟამად მოქმედებს 3 ან მეტ თვიანი საშეღავათო პერიოდი, სესხის გადავადება არ გავრცელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშეღავათო პერიოდის დარჩენილი ვადა ნაკლებია 3 თვეზე. ასეთ შემთხვევაში მოხდება სესხის გადავადება ისე, რომ დარჩენილი საშეღავათო პერიოდი გაუტოლდეს 3 თვე.

 

როგორ შეიტყობს მომხმარებელი შენატანების გადავადების შესახებ

 

ყველა მომხმარებელი მიიღებს სმს შეტყობინებასშენატანების გადავადების შესახებ

 

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ერთზე მეტი სესხი აქვს?

 

შენატანების გადავადება შეეხება ყველა სესხს. ერთ რომელიმე სესხზე გადავადების გაუქმება არ იქნება შესაძლებელი. გადავადება უნდა შეეხოს ყველა სესხს, ან არც ერთს. გადავადების პერიოდში, მომხმარებლის მიერ რომელიმე ერთ ან ყველა სესხზე შენატანის წინსწრებით განხორციელების შემთხვევაში, მას არ მოუწევს წინსწრებისსაკომისიოს გადახდა შენატანის მაქსიმუმ სამმაგი ოდენობის ფარგლებში.

 

შეეხება თუ არა შენატანების გადავადება საკრედიტო ბარათებს?

 

ყველა საკრედიტო ბარათზე გაუქმდება მინიმალური შენატანის ვადაგადაცილების ჯარიმა 3 თვით.  გადავადების პერიოდში საკრედიტო ბარათზე თანხების შეტანისას, პირველ რიგში ჩამოიჭრება დარიცხული პროცენტი, ხოლო დარჩენილი თანხით შემცირდება ძირითადი დავალიანება. პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება დარჩენილ ათვისებულ ლიმიტზე.

 

მნიშვნელოვანია, რომ გახარჯულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდებაგადავადების პერიოდის გასვლისთანავე.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ბარათის სტანდარტული საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის („გრეის“ პერიოდი) მოქმედი პირობები უცვლელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა გადახდის თარიღისთვის სრულად უნდა შეავსოს საკრედიტო ბარათიდან გახარჯული ლიმიტი.

 

იმოდებს თუა არა უარყოფითად ჩემს საკრედიტო ისტორიაზე შენატანების გადავადება? 

 

შენატანების გადავადება საკრედიტო ისტორიაზე გავლენას არ მოახდენს

 

გავრცელდება თუ არა შენატანების გადავადება მომხმარებლებზევინც სესხს აიღებს 2020 წლის 16 მარტიდან?

 

საკრედიტო შენატანების გადავადება შეეხებამხოლოდ 16 მარტამდე გაცემულ კრედიტებს.

 

როგორ განვაცხადოთ უარი გადავადების პერიოდით სარგებლობაზე?

 

მომხმარებლებ, რომელთაც არ სურთ შენატანების გადავადებით სარგებლობა, უახლოესი საკრედიტო შენატანის თარიღამდე, მაგრამ არაუგვიანესმიმდინარე წლის 20 მარტისა, შეუძლიათ მიმართონ ბანკს არსებულ/ძველ გრაფიკზე დარჩენის მოთხოვნით, შემდეგი არხების მეშვეობით:

 

ბანკის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით;
სატელეფონო ცენტრი (ტელ: *2424; 2242424);
სატელეფონო ცენტრის ჩათი ( chat.vtb.ge )
ინტერნეტ ბანკის შეტყობინება;
ვიდეო ბანკი;
ელექტრონული ფოსტის მისამართinfo@vtb.ge;
ბანკის ნებისმიერი ფილიალი.

 

მომხმარებლებისთვის, რომელთაც საკრედიტო შენატანის გაკეთება უწევთ 16 მარტს:

 

თითოეული ასეთი მსესხებელი 16 მარტამდე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შენატანის გადავადების გააქტიურების შესახებ. თუ მსესხებელს არ სურს შენატანების გადავადებით სარგებლობა, იგი ამავე შეტყობინებაში შეძლებს ბმულზე გადასვლას, სადაც დააფიქსირებს საკუთარ სურვილს. ასეთ მსესხებლებს ასევე შეეძლებათ შენატანების გადავადებაზე უარის გაცხადება წინა პუნქტში ჩამოთვლილი არხებით.

 

როგორ მოხდება გადავადების პერიოდში გამოტოვებული სადაზღვევო პრემიის გადახდა?

შენატანების გადავადების პერიოდში დაგროვილი სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება ერთჯერადად, გადავადების პერიოდის დასრულების შემდეგ პირველივე საკრედიტო შენატანის გადახდასთან ერთად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!!!

სასარგებლო ფინანსური ეფექტი:

• შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ შეგიმცირდათ ყოველთვიური შემოსავალი ან გაქვთ ხარჯების ზრდის მოლოდინი, საშუალება გეძლევათ 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდეთ საკრედიტო ტვირთისგან;
• გადავადება არ გამოიწვევს 3 თვის შემდეგ ყოველთვიური შენატანების ზრდას;
• ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია წინსწრებითსესხის დაფარვა, საკომისიოს გარეშე, შენატანის სამმაგი ოდენობის ფარგლებში.

საყურადღებოა, რომ: 

• შენატანების გადავადებით სარგებლობისას, იზრდება სესხის ვადა;
• არსებულ/ძველ გრაფიკთან შედარებით, სესხის სრულად დასაფარად, მოგიწევთ ჯამურად მეტი თანხის გადახდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up