„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

access_time2019-11-11 18:30:31

„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე.


როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გააჟღერეს.  ლექვინაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი გადაწყვეტილების წინმსწრებ მიზეზებზე, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ალტერნატიული გეგმის განხორციელებას აპირებს, რის შესახებაც საზოგადოება მალე შეიტყობს.


ირაკლი ლექვინაძის 22 თვიანი მოღვაწეობა „ბიზნესომბუდსმენის“ აპარატში 565 განხილულ საქმესა და 68 % ით დაკმაყოფილებულ ბიზნესის მოთხოვნებს მოიცავს, ამის შესახებ თავად ლექვინაძემ აღნიშნა. „კომერსანტი“ დაუკავშირდა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის შუამავლის თანამდებობიდან წასვლას საწყენად მიიჩნევენ, ხოლო მის აქტიურობასა და საქმიანობას მთლიანობაში დადებითად აფასებენ.


 „მიუხედავდ იმისა, რომ ყოფილი ჩინოვნიკი იყო, ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იყო და  საკითხი ძალიან კარგად ესმოდა.  ბიზნესასოციაციას  არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია მის აპარატთან და აქტიური იყო ეს თანამშრომლობა.  მთლიანობაში მისი  განვლილი პერიოდი დადებითად შემიძლია შევაფასო.“ - ამბობს „რედიქს ჯგუფის“ გენერალრი დირექტორი ლაშა პაპაშვილი.


კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, რომ შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ირაკლი ლექვინაძე ახერხებდა მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას და გარკვეული ზომების მიღებას, პრობლემის შემთხვევაში ბიზნესის სასარგებლოდ.


 „ზოგადად, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი ძალიან საჭიროა ქვეყნისათვის. მას  კერძო სექტორი განვიხილავთ, როგორც მთავრობის წარმომადგენელს ბიზნესში. შესაბამისად,  ჩვენ ინსტიტუციონალურად ვუდგებოდით ყოველთვის ყველა საკითხს და ნებისმიერი პრობლემა,  რომლის გადაწყვეტაც საჭრო იყო, ბიზნესომბუდსმენის მეშვეობით წყდებოდა.  ის არის მოკლე გზა ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის. მას უფრო მეტი არ უნდა მოვთხოვოთ, ვიდრე განსაზღვრულია, თუმცამ ამ პერიოდის განმავლობაში დადებითად ვაფასებ როგორც  ბატონი ირაკლის, ასევე ბატონ ლევან კალანდაძის საქმიანობასაც,  მისი კარი ნებისმიერი საკითხის მოსასმენად ღია იყო.“ - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


ივა ჭყონია იმედოვნებს, რომ შემდეგი ბიზნესომბუდსმენი მისი წინამორბედის გზას გააგრძელებს და ბიზნესთან უშუალო დამოკიდებულებით დღეს არსებული უამრავი პრობლემის გადასაჭრელად იზრუნებს.



 „ირაკლი იყო საკმაოდ წარმატებული თავის თანამდებობაზე, ავლენდა ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ დამოკიდებულებას ბიზნესის მიმართ. საკმაოდ ოპერატიულად იყო იმ პროცესებში ჩართული, რომელიც ბიზნესს სტკიოდა.  მე არა მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან, არამედ ასოციაციების სახელითაც შემიძლია ანალოგიური ვთქვა. არაერთი პრობლემა ერთობლივად გადაგვიწყვეტია ბატონ ირაკლისთან, რომელიც საკმაოდ აქტიურად იყო  ჩართული ყველა საკითხში. საუბარია მთლიანად მის აპარატზე, საკმაოდ გასაკვირია ჩემთვის ბატონი ლევანის წასვლის გადაწყვეტილებაც. ვისურვებ, რომ ახალ ბიზნესომბუდსმენს ის ხაზი გაეგრძელებინოს, რომელიც ირაკლის ჰქონდა დაწყებული. ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება შემდეგი ბიზნესომბუდსმენი და როგორ დაუდგება ბიზნესს გვერდით.“ - აღნიშნავს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია „კომერსანტთან“ საუბარში.


„კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ ირაკლი ლექვინაძის მიერ Facebook გვერდზე გავრცელებულ პოსტს თანამდებობიდან წასვლის შესახებ:


 მეგობრებო,მინდა გაცნობოთ რომ დასრულდა ჩემი 22 თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე.


მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლბისთვის და მხარდაჭერისთვის;


მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის


მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.


მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის


მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!


 .. აქვე გეტყვით რომ 22 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68% ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.


.. მინდა აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება !:)„“-წერს ლექვინაძე.

 

 მარიამ მორგოშია






Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up