„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

access_time2019-09-20 13:25:01

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებული თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილი მოხატული სადგური მიმზიდველია არა მხოლოდ როგორც ქუჩის ხელოვნების მინუში, არამედ როგორც სივრცე, სადაც უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენა 15 თეთრამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი და დამატებით სერვისების მიღება მარტივი და მოსახერხებელია.


„“ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების სადგურების ქსელის განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ვეცდებით თანმიდევრულად შევცვალოთ სამომხმარებლო ქცევა, რომ დავამკვიდროთ საქართველოში თვითმომსახურება, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილი, რომელიც დიდი ხანია აპრობირებულია ამერიკასა და ევროპის უამრავ ქვეყანაში. გარდა ამისა, თვითმომსახურების სადგურზე შეთავაზებულ საწვავზე ხელმისაწვდომი ფასი, ფერადი და განსხვავებული გარემო, დამატებთი სერვისები სადგურს კიდევ უფრო მიმზიდველს და მოსახერხებელს ხდის“, - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.


თვითმომსახურების პირველი სადგურის საზეიმო გახსნაზე პარტნიორ „რადიო ენერჯისთან“ ერთად, „ვისოლმა“ უამრავ სტუმარს უმასპინძლა და განსხვავებული და საინტერესო გარემო შეუქმნა. ბაიკერების და მოცეკვავეების ერთობლივი ექსტრემალური შოუ, ენერგიული DJ Jimi-ს მუსიკა, „სმარტის“ მიერ მომზადებული უგემრიელესი ქუჩის მენიუ და ექსკლუზიური იმპორტის Twisst- ის მოქტეილები, “ვიანორის“ უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთების კასრების დეკორი, „დანქინის“ ყველაზე ტკბილი დონატები და ყავა დესერტად, გარემოს კიდევ უფრო ფერადს და მხიარულს ხდიდა.


„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია. ვისოლს ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.



(R)


თეგები:
ვისოლი



TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up