ვისოლ ჯგუფმა OPIC –თან სასესხო გრაფიკი დაარღვია.
GBC-ის ინფორმაციით, კომპანიის 100%-იან შვილობილ ,,დი ენდ ბი საქართველო“-ს Dunkin –ის ქსელის განვითარებისთვის აღებული სესხიდან „ძირითადი შენატანი“ - 1.5 მლნ დოლარი კომპანიას 2018 წლის თებერვალში უნდა დაეფარა, თუმცა გრაფიკი დაარღვია.
2018 წლის დეკემბრის დასაწყისში დამტკიცებულ 2017 წლის ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის მენეჯმენტი აწარომებს მოლაპარაკებებს სესხის რესტრუქტურიზაციის თაობაზე და სჯერა, რომ ისინი შეთანხმდებიან განახლებული გადახდის გრაფიკზე, რომლის მიხედვითაც პირველი ძირითადი შენატანის გადახდა არ იქნება მოთხოვნილი პროგნოზირებად მომავალში.
აღსანიშნავია, რომ ქსელის აქტიური გაფართოების ფონზე Dunkin -ის საქმიანობა ზარალიანია. 2017 წელს შემოსავალი 9 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 7.62 მილიონიდან. საოპერაციო ზარალი 4.11 მლნ ლარი იყო, წლის სრული ზარალი კი, 6.28 მლნ, 2016 წელს არსებული 10 მილიონის შემდეგ. ამასთან 2017 წლის ბოლოს ჯამური ზარალი 21 მლნ ლარამდე იყო.
2018 წლის 27 ნოემბრით დათარიღებული დამფუძნებლის წერილის მიხედვით, აქციონერები მზად არიან კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახადონ დამატებითი ფინანსური რესურსები, საჭიროების შემთხვევაში. მენეჯმენტს სჯერა, რომ კომპანია შეძლებს პროგნოზირებად მომავალში გააგრძელოს საქმიანობის გაგრძელება ოპერაციების მნიშვნელოვნად შემცირების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ წელს დაგეგმილია Dunkin -ის 6 რესტორნის გახსნა. 2018 წელს ასევე 6 რესტორანი გაიხსნა.
ასევე აქტიურად მუშაოებენ ახალი პროდუქტების საცალო რეალიზაციაში ჩაშვებაზე.
კომერსანტი ცდილობს დაუკავშირდეს OPIC-ს და დამატებით ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგაწვდით.