„ვისოლი" მეორე "მინიქალაქის" მშენებლობას რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ, წლის ბოლოს დაიწყებს

„ვისოლი" მეორე "მინიქალაქის" მშენებლობას რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ, წლის ბოლოს დაიწყებს

person access_time2016-07-16 18:30:21

კომპანია „ვისოლი" ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე კიდევ ერთი ე.წ მინიქალაქის მშენებლობას რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.


 გასული წლის ბოლოს „ვისოლ ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ თერჯოლის გადასახვევთან ახალი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის დასაწყისში დაიწყებოდა და 2 წელიწადში დასრულდებოდა.


დღეს ხორავა აცხადებს, რომ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი ტექნიკურია. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობდა გზის შეყვანის საკითხებზე შეთანხმება და მუშაობა, რაც დროს მოითხოვდა. მისი თქმით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო, ამ ეტაპისთვის კი საპროექტო სამუშაოებზე მიდის მუშაობა.

 

„ვისოლ ჯგუფის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ თერჯოლაში „მინიქალაქის“ მშენებლობას კომპანია სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყებს. საუბარია მიწის სამუშაოებზე. რაც შეეხება დასრულების თარიღს, ხორავა ამ ეტაპისთვის ამას ვერ აკონკრეტებს, რადგან ეს ყველაფერი საპროექტო სამუშაოებში უნდა იყოს გაწერილი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის.



ხორავას განმარტებით, თუ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მინი ქალაქების მოსაწყობად კონკურსს კიდევ გამოაცხადებს, „ვისოლ ჯგუფი" მზად არის, მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ახალი „მინიქალაქი“ ააშენოს.


შეგახსენებთ, კომპანია „ვისოლ ჯგუფმა" მომსახურების კომპლექსის აშენებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გასულ წელს გაიმარჯვა. მაშინ ხორავა აცხადებდა, რომ „ვისოლის" ახალი კომპლექსი მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და მასში დაახლოებით 4-5 მილიონი ლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული.



ობიექტში წარმოდგენილი იქნება „ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანიები - სმარტი, ვენდი, დანქინ დონათსი და ვიანორი. კონკურსის პირობებით, კომპანიამ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ოპერირების უფლების მიღებიდან მინიმუმ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების კომპლექსის დანიშნულების შენარჩუნება.

 

ახალი კომპლექსი თერჯოლის გადასახვევთან, გზის მარცხენა მხარესაც აშენდება. 


დღეისათვის ავტობანზე, გორის მონაკვეთზე მსგავსი მომსახურების კომპლექსს გზის მარჯვენა მხარეს „ვისოლი" ფლობს, მარცხენა მხარეს - „სოკარი" .

 

წინა მთავრობის გადაწყვეტილებით „ვისოლს" და „სოკარს" ავტობანებზე მინიქალაქების მშენებლობის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა მინიჭებული. ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებს შექმნიან და ამ მიზნით არსებული გეგმა, რომელიც ავტობანზე მხოლოდ „სოკარის" და „ვისოლის" ობიექტების არსებობას გულისხმობდა, გადაიხედებოდა.



22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up