„ვისოლი" ჩქაროსნულ მაგისტრალზე ახალი „მინიქალაქის“ მშენებლობას მიმდინარე სეზონზე დაიწყებს

„ვისოლი" ჩქაროსნულ მაგისტრალზე ახალი „მინიქალაქის“ მშენებლობას მიმდინარე სეზონზე დაიწყებს

person access_time2016-03-16 09:25:25

კომპანია „ვისოლის" მიერ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე კიდევ ერთი ე.წ მინიქალაქის მშენებლობის დაწყების კონკრეტული თარიღი გაურკვეველია. გასული წლის ბოლოს „ვისოლ ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ თერჯოლის გადასახვევთან ახალი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის დასაწყისში დაიწყებოდა და 2 წელიწადში დასრულდებოდა.

 

დღეს ხორავა აცხადებს, რომ საგზაო დეპარტამენტთან შეთანხმებით მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც „ვისოლ ჯგუფი" უკვე მშენებლის ნებართვას აიღებს. როდის დაიწყება სამუშაოები, ამას ხორავა ვერ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ პროექტირება უახლოეს მომავალში დასრულდება და სამუშაოებიც სავარაუდოდ გაზაფხულისთვის დაიწყება.

 

შეგახსენებთ, კომპანია „ვისოლ ჯგუფმა" მომსახურების კომპლექსის აშენებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გასულ წელს გაიმარჯვა.


მაშინ ხორავა აცხადებდა, რომ „ვისოლის" ახალი კომპლექსი მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და მასში დაახლოებით 4-5 მილიონი ლარის ინვესტირებაა გათალისწინებული.

 

ობიექტში წარმოდგენილი იქნება „ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანიები - სმარტი, ვენდი, დანქინ დონათსი და ვიანორი.


კონკურსის პირობებით, კომპანიამ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ოპერირების უფლების მიღებიდან მინიმუმ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების კომპლექსის დანიშნულების შენარჩუნებას.


ახალი კომპლექსი თერჯოლის გადასახვევთან, გზის მარცხენა მხარესაც აშენდება. ამ ინტერესთა გამოხატვაში წინადადებები ორ კომპანიას - „ჯოკონდასა" და „სოკარს" ჰქონდა წარდგენილი. პირობები მხოლოდ „სოკარმა" დააკმაყოფილა და შედეგად, სავარაუდოდ, სწორედ ის ააშენებს აღნიშნულ ადგილას რიგით მეორე ასეთ კომპლექსს.


დღეისათვის ავტობანზე, გორის მონაკვეთზე მსგავსი მომსახურების კომპლექსს გზის მარჯვენა მხარეს „ვისოლი" ფლობს, მარცხენა მხარეს - „სოკარი" .


წინა მთავრობის გადაწყვეტილებით „ვისოლს" და „სოკარს" ავტობანებზე მინიქალაქების მშენებლობის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა მინიჭებული. ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებს შექმნიან და ამ მიზნით არსებული გეგმა, რომელიც ავტობანზე მხოლოდ „სოკარის" და „ვისოლის" ობიექტების არსებობას გულისხმობდა, გადაიხედებოდა.

 



ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ
access_time2020-05-28 17:15:45
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა...

ქუთაისის აეროპორტის დაუსრულებელი გაფართოება

ქუთაისის აეროპორტის დაუსრულებელი გაფართოება
access_time2020-05-28 18:15:42
კორონავირუსმა ქუთაისის აეროპორტის გაფართოება შეაფერხა. პირველად გეგმასთან შედარებით, ისედაც დაგვიანებით მიმდინარე პროექტის დასრულება, მინიმუმ რამდენიმე თვით გადაიწია. სამშენებლო ტენდერების ნაწილი შეჩერდა, ნაწილი გაჭიანურდა. არადა მაშინ, როდესაც ქუთაისის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კი არ შეზღუდულა, წესით მშენებლობის დაჩქარებაც იყო შესაძლებელი. რა გაკეთდა ქუთაისის აეროპორტის...

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...


მსგავსი სიახლეები

up