„ვისოლი“ „უნიქარდის“ მფლობელებს წინასაახალწლო შაბათ-კვირას საწვავზე  20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს

„ვისოლი“ „უნიქარდის“ მფლობელებს წინასაახალწლო შაბათ-კვირას საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს

access_time2019-12-27 18:30:29

„ვისოლი“ „უნიქარდის“ მფლობელებს წინასაახალწლო შაბათ-კვირას, 28 - 29 დეკემბერს, საწვავზე  20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად და სადღესასწაულო მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს ხდის.  შესაბამისად, ვისოლის ერთგულ მომხმარებელს საშუალება ექნება  2020 წელს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდეს და საწვავზე 20 თეთრიანი ფასდაკლებით იმოგზაუროს ვისოლთან ერთად.


 „სმარტი“ კი საახალწლო მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის და მომხმარებელს ყველაზე აუცილებელი საახალწლო პროდუქტების ყიდვას გაუადვილებს და საკუთარი ექსკლუზიური იმპორტის  თუ ადგილობრივი  პროდუქტების ფართო არჩევანით სადღესასწაულო სუფრას გაუმდიდრებს. უფრო მეტიც, „სმარტი“ საქველმოქმედო ფონდ „ქვიშის საათთან“ ერთად სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების საახალწლო სუფრაზეც იზრუნებს და სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის მათ, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ჭირდება. 


„ვისოლ ჯგუფი“ ულოცავს დამდეგ 2020 წელს მთელს საქართველოს და  სადღესასწაულო მოგზაურობის წასახალისებლად ერთგულ მომხმარებლებს 20 თეთრიან ფასდალებას სთავაზობს თითოეულ ლიტრზე „უნიქარდით“ ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ვფიქრობთ, შეთავაზებული ფასდაკლება სადღესასწაულო თავგადასავლებისთვის ხელშესახები შეღავათია. შესაბამისად, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ უმაღლესი ხარისხის ბენზინისა და დიზელის პროდუქტები მნიშვნელოვანი დანაზოგით შეიძინონ და ისიამოვნონ მგზავრობით. „სმარტიდან“ კი მათ საშუალება ექნებათ სადღესასწაულო სუფრისთვის ყველაზე აუცილებელი პროდუქტები გაიყოლონ გზად, „ვისოლ ჯგუფი“ კი მათ ბედნიერ შობა-ახალ წელს და სასიამოვნო მოგზაურობას უსურვებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.



შესახსენებთ, რომ უკვე თითქმის ერთი წელია „ვისოლი“ უნიქარდის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან, ხოლო შაბათ-კვირას 15 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად, რომელთა შორის საწვავიცაა. „ვისოლი“ ნავთობსექტორში „უნიქარდის“ ექსკლუზიური პარტნიორია.


(R)

 

 

 



თეგები:
ვისოლი



საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
access_time2020-08-13 12:55:55
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ...

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა
access_time2020-08-13 14:10:52
საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის სს  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB მიენიჭა. ბირჟაზე B ჯგუფის 54,476,929 ლარის ჯამური ნომინალური ღირებულების აქცია დაილისტა, თითოს ნომინალის ფასი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია,...

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-13 15:20:10
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად უამრავ სასტუმროს დახურვა მოუწია, რის შედეგადაც ათასობის სამუშაო ადგილი დაიკარგა ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძის თქმით, კორონავირუსით შექმნილი კრიზისი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პარტნიორებისთვის კარგი ბიზნესი აღმოჩნდა, რომლებმაც, მხოლოდ 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მფლობელებიც მმართველი გუნდის...

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას
access_time2020-08-13 11:59:16
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5%  საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც...

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა
access_time2020-08-13 12:00:22
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის ზარალმა 26,095,611 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up