„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

access_time2020-07-10 16:10:40

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას მოასწრებენ, სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებენ საქართველოს ულამაზეს კუთხეებში მდებარე სასტუმროებში. უფრო მეტიც, ვისოლის თვითმომსახურების სადგურზე, რომელიც მარშალ გელოვანზე, პოლიციის სამმართველოსთან მდებარეობს მომხმარებლებს უნიქარდზე გასამმაგებული ქულები და კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება ელით თითოეულ ლიტრ საწვავზე.


“„ვისოლის“ და „უნიქარდის“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილე მნიშვნელოვანი თარიღია. უპირველეს ყოვლისა მადლობა გვინდა გადავუხადოთ “უნიქარდს”, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა ბაზრის განვითარების დინამიკა თუ მომხმარებლის ქცევის ცვლილება და მუდმივი სიახლეების და დამატებითი სარგებლის შეთავაზებით შეინარჩუნა ბარათის აქტუალობა და მისი ერთგული მომხმარებელი. ამ დროის განმავლობაში ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა 15 მილიონი ბონუს ქულა დააგროვა“ვისოლში” და 800 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო დაგროვებული ბონუს ქულების სანაცვლოდ საჩუქრები, მათ შორის ვისოლის საწვავი. საიუბილეოდ, ვეცადეთ მომხმარებლებისათვისაც მადლობა გადაგვეხადა ერთგულებისთვის და შეგვეთავაზებინა მიმზიდველი აქციები, რაც მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომს გახდის მათ მოგზაურობას “ვისოლთან” და “უნიქარდთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით.“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.



შესახსენებთ, რომ უკვე თითქმის ორი წელია „ვისოლი“ უნიქარდის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან, ხოლო შაბათ-კვირას 15 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად. „ვისოლი“ ნავთობსექტორში „უნიქარდის“ ექსკლუზიური პარტნიორია.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up