ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი,  ფოთი მოლი გახსნა

ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, ფოთი მოლი გახსნა

access_time2021-02-19 14:32:41

ვისოლ ჯგუფის შვილობილმა კომპანია “MP Development” -მა ქ. ფოთში სავაჭრო ცენტრი „ფოთი მოლი“ გახსნა.


როგორც ვისოლ ჯგუფის  პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნა, ეს „ვისოლ ჯგუფის“  რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრია, სადაც 150-მდე ადგილობრივი დასაქმდა.


ზოგადად სავაჭრო ცენტრების მშენებლობა ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ფოთი მოლი“ - არის ჩვენი რიგით მეექვსე სავაჭრო ცენტრი.  ის ფაქტი, რომ ეს მოლი ქ. ფოთში გაიხსნა განსაკუთრებულად გვახარებს, რადგან იგი პირველი სავაჭრო ცენტრიქ. ფოთისთვის და ამ ფაქტს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამ სავაჭრო ცენტრის გახსნით შეიქმნა საკმაოდ თანამედროვე და კარგი სივრცე. ვფიქრობთ, შენობაც საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა“ -  აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.


ფოთი მოლში რამდენიმე  ცნობილი  ბრენდია  წარმოდგენილი, მათ შორისაა „ვისოლ ჯგუფის“ პარტნიორი კომპანია  „კარფური“.  როგორც  სოსო  ფხაკაძემ განმარტა, ამ ეტაპზე დამატებით რამდენიმე სხვა ცნობილ ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.



ფოთი მოლი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში კი სავაჭრო ფართები ორ სართულზეა განთავსებული.




განსაკუთრებით რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ბიზნესების  განვითარება, ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ბიზნეს კომპანია ვითარდება რეგიონებში  და ყველას მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის რეგიონალური განვითარების პერსპექტივებით კიდევ უფრო მეტად დაინტერესდეთ.“ -  აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.


ფოთი მოლის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. რაც  შეეხება ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს,  ვისოლ ჯგუფი რიგით მე-7 სავაჭრო ცენტრს ქ. რუსთავში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გახსნის, სადაც შენობის საერთო ფართი 20. 000 კვადრატული მეტრი იქნება.


რაც შეეხება ქ. ფოთს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდებით სავაჭრო ცენტრის მუშაობას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როდის შევიდეთ ამ ქალაქში   ჩვენს  ჯგუფში  შემავალი სხვა ბრენდებითაც “ - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up