„ვისოლ ჯგუფის“გორის “დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში მოხვდა

„ვისოლ ჯგუფის“გორის “დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში მოხვდა

access_time2016-09-07 17:32:20

„ვისოლ ჯგუფის" გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი" ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა"მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა. მსოფლიოს 200 ბენზინგასამართი სადგურიდან საუკეთესოები დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით შეირჩა. პირველ და მეორე ადგილებზე ამერიკასა და ბელგიაში მდებარე ავტოგასამართი სადგურები დასახელდა.



„ვისოლ ჯგუფის" „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი" მულტიფუნქციურია და „ვისოლის" ავტო და გაზგასამართი სადგურების გარდა მომსახურების სხვა ობიექტებსაც მოიცავს. კომპლექსის შემადგენელი ნაწილებია „ვენდისა" და „დანკინდონატსის" რესტორნები,„ვიანორის" ავტომომსახურების ცენტრი, სუპერმარკეტი "სმარტი" პროდუქტების ფართო არჩევანით და "სმარტ კაფე" უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.



„"ვისოლ ჯგუფისათვის" განსაკუთრებულად საამაყოა ისეთი პოპულარული საერთაშორისო გამოცემის აღიარება, როგორიც ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფია", ჩქაროსნულ მაგისტრალზე „დასვენების და მომსახურების კომპლექსი"„ვისოლ ჯგუფის"ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია.



საქართველო დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება უცხოელი ტურისტებისათვის და გადამზიდავი კომპანიებისათვის. ასეთიკომპლექსისარსებობა კი, სადაც მულტინაციონალური ბრენდებია წარმოდგენილი და ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მათ მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით შეუდარებლად უფრო კომფორტულს ხდის. „ტელეგრაფის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის" „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის" შესახებ კი საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის", - აცხადებს „ვისოლჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

 

(R)



22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up